შეხვედრები და ვიზიტები
22.09.2011
მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ისაუბრეს. როგორც დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში, რაც იმედს იძლევა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. შეხვედრისას, ლიტვის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის პროექტი გადასცა, რომელიც ამ სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, საუბრისას, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხიც განიხილეს. დალია გრიბაუსკაიტემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამას ვარშავისსამიტზეც დაადასტურებს. მისი თქმით, საქართველოს პერსპეტივა ნათელია და იმედი გამოთქვა, რომ, ამ თვალსაზრისით, ეს წელი საქართველოსთვის დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოს პირველმა პირმა შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთანაც გამართა. შეხვედრისას, ნურსულტან ნაზარბაევი საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა ყაზახ კოლეგას განუმარტა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობის ფორმა დამკვიდრდება და პრეზიდენტთან ერთად, ძლიერი პარლამენტი და მთავრობა გვეყოლება. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყნის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოსა და ყაზახეთის პირველი პირები ეკონომიკის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხსაც შეეხნენ.