Google+

შეხვედრები და ვიზიტები

21.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიხეილ სააკაშვილი გაეროს 66-ე ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. საქართველოს პირველი პირი უკვე შეხვდა ნიგერიის პრეზიდენტს გუდლაკ ებელ ჯონათანს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და თანამშრომლობის პერსპეტივაზე ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევასთან გამართა შეხვედრა, რომელთანაც საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზ კოლეგას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. კერძოდ, მათ სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების თაობაზე ისაუბრეს და განათლების სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც როზა ოტუნბაევამ განაცხადა, ქართული რეფორმების სასწავლად, ყირგიზეთიდან სპეციალისტები საქართველოში საგანგებოდ ჩადიან. ორი ქვეყნის ლიდერებმა სამომავლო ურთიერთობაზეც ისაუბრეს და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხიც განიხილეს.  
 
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის სახელით გამართულ ლანჩსაც დაესწრო, რომელიც ტრადიციულად გენერალური ასამბლეის წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის იმართება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)