Google+

შეხვედრები და ვიზიტები

01.12.2010
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს სამიტის ფარგლებში მსოფლიო ლიდერებს შეხვდა

ასტანაში მიმდინარე ეუთოს სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ქვეყნის პირველმა პირმა  მოლაპარაკებები გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი ღია მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ჰილარი კლინტონმა შეხვერდაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  და ქვეყნის სუვერენიტეტს.  სახელწიფო მდივანმა საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ეუთოს როლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ევროპელი დამკვირვებლების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა. ჰილარი კლინტონმა ეუთოს წევრებს მოუწოდა გააძლიერონ ორგანიზაციის ძალისხმევა არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.  

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა  მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ახალი სამშვიდობო ინიციატივის გამო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაახმოვანა. მიმართვისას, მან  საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ასტანაში პირისპირ შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას. ილხამ ალიევმა და მიხეილ სააკაშვილმა ორი მოძმე ერის ტრადიციული ურთიერთობისა და თანამშრომლომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მიშლინ კალმი რეისს შეხვდა. მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე და ეუთოს სამიტის ფარგლებში მისაღები დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  

დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელთან როზა ოტუნბაევასთან გამართა შეხვედრა. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)