Google+

შეხვედრები და ვიზიტები

23.09.2010
მიხეილ სააკაშვილმა სენეგალის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

საქართველოსა და სენეგალის პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილსა და აბდულაი ვედის შორის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალური ასამლეის 65-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას, ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. სენეგალის ლიდერის თქმით, ეს საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგი პირველად გამართა და კავშირის დასამყარებლად, მისი თქმით, ეს შეხვედრა აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენეგალის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია და აღნიშნა, რომ აბდულაი ვედის საქართველოში ის დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)