შეხვედრები და ვიზიტები
23.09.2010
საქართველოს პრეზიდენტი ბილ კლინტონის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის 1993-2001 წლებში, ბილ კლინტონის მიერ გამართულ მიღებას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურთა პატივსაცემად გამართულ მიღებაზე საგანგებოდ მიიწვიეს. ღონისძება ამერიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა და მას სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურები და ლიდერები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის ამერიკის შეერთებული შტატბის ყოფილი სახლმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტიც იმყოფებოდა.