შეხვედრები და ვიზიტები
24.03.2005
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი პრეზიდენტ ბუშს ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა და საქართველოში მიიწვია, მაგრამ ამ ინფორმაციის დადასტურების უფლება არა აქვს, სანამ თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამის შესახებ ოფიციალურად არ განაცხადებს.
"დაველოდოთ ოფიციალურ შეტყობინებას... თავისთავად ხედავთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საერთო ურთიერთობის დონე უპრეცედენტოა, რაც არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამაზე ამერიკელ სენატორთა გუშინდელი ვიზიტიც მეტყველებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური