საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა- „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ"
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი "საქართველოს კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ"
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, ##31-33, მუხ. 668) 1. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
`9. ხანგრძლივვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარებს და ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლურ პრინციპებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი.~
2. 94-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
`4. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღება ან გაზრდა, ასევე მათი დაბეგვრის ობიექტის დამატება ან გაფართოვება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რომლის დანიშვნის ინიციატივის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს.~.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ"
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი. ასეთი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში. სახელმწიფო უზრუველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ ზრდას. ამ კანონით დგინდება ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რაც ქმნის ფართო ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობისა და ღირსეული ცხოვრების საფუძველს. თავისუფლება, შესაძლებლობები და ღირსება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები რაც ნიშნავს: ა) თავისუფლებას - გამოხატულს მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფო ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისაგან დაცულობაში; ბ) შესაძლებლობას - დაფუძნებულს კანონიერებაზე, თავისუფალ შრომაზე და ხარისხიან განათლებაზე, რის შედეგადაც მიიღწევა პიროვნების მაღალი სოციალური მობილურობა. გ) ღირსებას - უზრუნველყოფილს შესაძლებელობების შეფასებაზე დაფუძნებულ სახელმწიფო დახმარებით, მიზნობრივად მათთვის, ვინც სათანადოდ ვერ იყენებს თავისუფლებებს და შესაძლებლობებს. ამ კანონის პრინციპები, ასევე, ეფუძნება ევროპულ ფასეულობებსა და მისწრაფებებს, გამოხატულს საქონლის, ადამიანის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებაში და მიმართულია საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ ამ სივრცეში.
მუხლი 1. უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიები
1. ყველასთვის უზრუნველყოფილი და გარანტირებულია:
პროექტი 2
ა) გადაწყვეტილების მიღება საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღებაზე და/ან გაზრდაზე; ბ) ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის შეუზღუდავად განახორციელება; გ) შრომით ურთიერთობებში ნების თავისუფალი გამოვლენა; დ) კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა; ე) ფასების დადგენის თავისუფლება; ვ) თავისუფალი ვაჭრობა; ზ) საკუთრების უფლება და მისი ხელშეუვალობა. 2. გადასახადები და/ან მოსაკრებლები საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში აისახება სრულად, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადახდილი გადასახადების და/ან მოსაკრებლების ხარჯვის შესახებ.
მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეების უფლება შეზღუდოს საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები
1. ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან: ა) ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით; ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების მოქმედი განაკვეთების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. გ) დაუშვებელია მოქმედ საშემოსავლო და მოგების გადასახადებში განაკვეთის იმგვარი ცვლილებება, რომელიც განსხვავებულად დაბეგრავს ამ გადასახადის გადამხდელებს. დ) მოქმედი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დაბეგვრის ობიექტის გაფართოება და ახალი დაბეგვრის ობიექტის დამატება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. ე) ამ მუხლის pirveli punqtiს „ა", „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. 2. ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით" გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: ა) საშემოსავლო გადასახადი; ბ) მოგების გადასახადი; გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) საბაჟო გადასახადი; ე) აქციზი; 3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში განსაზღვრული წესის მიხედვით 4. რეფერენდუმი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე ტარდება "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 5. დაუშვებელია რეფერენდუმის ჩატარება გადასახადის პროგრესულობის პრინციპით შემოღების საკითხზე. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აქციზზე. პროექტი 3
მუხლი 3. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა
1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართვად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები: ა. კონსოლიდირებული ბიუჯეტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 30%; ბ. კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 3%; გ. სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 60%; 2. დაუშვებელია ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში დადგენილი ზღვრების ზევით. 3. იმ შემთხვევაში, თუ დაირღვა ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრები, მთავრობა ვალდებულია შეიმუშავოს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს დარღვევის წლის და შემდგომი სამი წლის ბიუჯეტის პარამეტრების საშუალო მაჩვენებლების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმა. 4. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას მხოლოდ ამ მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული გეგმა უნდა მოიცავდეს დარღვევის შემდგომი წლის ბიუჯეტის სავალდებულო შემცირებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით დადგენილი ზღვრების ქვემოთ. 6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაგეგმვა უნდა მოხდეს პროგრამულ საფუძველზე მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
მუხლი 4. ბიუჯეტის უნივერსალურობის პრინციპი
1. საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება უნივერსალურობის პრინციპით, რაც გულისხმობს: ა) სახელწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა შემოსულობები მიმართული უნდა იქნას ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული შემოსავლები, მიემართება შესაბამის ბიუჯეტებში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად. ბ) არ შეიძლება კანონმდებლობით დადგიდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართული იქნას კონკრეტული ბიუჯეტის გადასახდელის დასაფინანსებლად, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაფინანსებული შემოსულობებისა. პროექტი 4
მუხლი 5. შრომის თავისუფლება
1. შრომითი ხელშეკრულება არის მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგი. 2. დასაქმებულის და/ან დამსაქმებლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის ზემოქმედება ან ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია, გარდა საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციებით პირდაპირ დადგენილი პირობებისა და/ან ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. დასაქმებულს და/ან დამსაქმებელს აქვთ უფლება დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად და ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია. 4. დასაქმებულს და/ან დამსაქმებელს უფლება აქვთ დაიცვან საკუთარი უფლებები როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. 5. დაუშვებელია კანონმდებლობით პირს ან პირთა გაერთიანებას მიენიჭოს დასაქმებულის და/ან დამსაქმებლის ინტერესების დაცვის უპირატესი უფლება. 6. შრომით ურთიერთობებში აკრძალულია დისკრიმინაცია, მათ შორის სამუშაოზე მიღებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, ასევე რომელიმე გაერთიენებისადმი (ასოციაციისადმი) კუთვნილების გამო. 7. დასაქმებულები და დამსაქმებლები თავად წყვეტენ რომელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი და/ან გაერთიანება წარმოადგენს მათ ინტერესებს და დაუშვებელია კანონმდებლობით შეიზღუდოს ეს უფლება.
მუხლი 6. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება
1. დაუშვებელია საქართველოში კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის შეზღუდვა. 2. დაუშვებელია რეზიდენტი და/ან არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა, ვალუტის კონვერტაციის, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნის ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის თვალსაზრისით. 3. ნებისმიერ პირს აქვს ფულადი სახსრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება. 4. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისამართველრივ პასუხისმგებლობასთან.
მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლების შეზღუდვის და რეგულირების სფეროების გაფართოების დაუშვებლობა
1. საქართველოში მოქმედი ლიცენზიების და ნებართვების სახეები და ისეთი ვალდებულებები, რომლებიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის არსებობას, ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის საქართველოს კანონმდებლობით უკვე დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების საერთო რაოდენობას. პროექტი 5
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების რაოდენობა უტოლდება ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის საქართველოს კანონმდებლობით უკვე დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვების სახეების საერთო რაოდენობას, ახალი ლიცენზიის ან/და ნებართვის სახეების შემოღება შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი ლიცენზიის ან/და ნებართვის სახეების გაუქმების შემთხვევაში და შესაბამისი კანონპროექტის ინიციატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რომელი ლიცენზია ან/და ნებართვა უნდა იქნას გაუქმებული. 3. ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან საქართველოს კანონმდებლობით უკვე დადგენილი ლიცენზიების ან/და ნებართვების სახეების მოქმედების სფეროს ზრდა ან/და სალიცენზიო/სანებართვო პირობების გაფართოება/გამკაცრება დაუშვებელია. 4. დაუშვებელია შემოღებული იქნეს ისეთი ვალდებულება, რომლებიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის არსებობას, ხოლო ამ კანონის მიღების თარიღისათვის არსებობის შემთხვევაში ის უნდა გადაკეთდეს ლიცენზიად ან ნებართვად ან გაუქმდეს. 5. საქართველოს მთავრობა შესაბამის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ლიცენზიების, ნებართვების სახეების და ისეთი შეზღუდვების ნუსხას, რომლებიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის არსებობას. 6. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილ ნუსხაში ლიცენზიების, ნებართვებისა და სხვა სახის შეზღუდვების რაოდენობა აღემატება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ რაოდენობას, მთავრობა პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 7. სახელმწიფო ორგანოებს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების/ტარიფების დაწესება ან/და კონტროლი. 8. აკრძალულია ისეთი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ან სხვა ორგანოს შექმნა/არსებობა, რომლის კომპეტენციაშიც შედის ფასების ან/და ტარიფების დადგენა პროდუქციასა და მომსახურებაზე, გარდა ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის მოქმედი მარეგულირებლებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებისა. 9. სახელმწიფოს ეკრძალება კომერციული ბანკის ან/და სხვა ფინანსური ინსტიტუტის წილის საკუთრება და/ან ფლობა. 10. თუ სახელმწიფოს წარმოეშვება ამ მუხლის მე-7 პუნქტით შეზღუდული უფლება, მაშინ იგი ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში გაასხვისოს წილი.
მუხლი 8. ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო ხარჯების კონტროლი კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში
1. დაუშვებელია ისეთი სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა, რომელიც ეკონომიკურად არაეფექტურია, იწვევს საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებულ ხარჯებს და ხელს უშლის თავისუფალი მეწარმეობის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტი 6
1. საკანონმდებლო ინიციატივების ეკონომიკურ საქმიანობაზე ზეგავლენის წინასწარი შეფასება მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, მასზე უარყოფითი ზეგავლენის მქონე ნორმატიული აქტების პროექტების იდენტიფიცირებასა და მიღების პრევენციას, კერძო სექტორისათვის რეგულირების ტვირთისა და შესაბამისობის ხარჯების შემცირებას. 2. საკანონმდებლო ინიციატივების ეკონომიკურ საქმიანობაზე ზეგავლენის წინასწარი შეფასება ხორციელდება სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც გულიხმობს ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზას მარეგულირებელ გარემოზე ზეგავლენის თვალსაზრისით და მოიცავს: ა) ხარჯების ექსპერტიზას - კანონპროექტის შეფასებას მისი აღსრულებისათვის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნების გამოყოფის თვალსაზრისით; ბ) რეგულირების ტვირთის ექსპერტიზას - კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გასაწევი პირდაპირი ან არაპირდაპირი ხარჯების შეფასებას; გ) კონკურენციის შეზღუდვის და არაკონკურენტულ პირობებში ჩაყენების ექსპერტიზას- ცალკეული პირების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების შეფასებას. 3. საკანონმდებლო ინიციატივების ეკონომიკურ საქმიანობაზე ზეგავლენის წინასწარი შეფასება შედგება პირველადი და, სათანადო შემთხვევებში, სრული ექსპერტიზის ეტაპებისაგან. 4. თუ პირველადი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება რეგულირების ტვირთის გაზრდის ან/და კონკურენციის შეზღუდვის მაღალი ალბათობა, მაშინ პროექტი ექვემდებარება სრულ ექსპერტიზას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში; 5. თუ ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რომ პროექტი, გარდა „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონისა, იწვევს დამატებით ხარჯებს, ინიციატივის ავტორი ვალდებულია დაფინანსების წყაროდ მიუთითოს „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის არსებული მუხლ(ებ)ით გათვალსიწინებული ასიგნებები, რაც სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებულ იქნება ამ საკანონმდებლო ინიციატივის დაფისაფინანსებლად. 6. მარეგულირებელი კანონმდებლობის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზეგავლენის წინასწარი შეფასება ხორციელდება: ა) საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პროცედურა, რომლის თანახმადაც, მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტებზე განხორციელდება შეფასების პროცესი და შემუშავებული დასკვნა დაერთვება პროექტს მთავრობის სხდომაზე განსახილველად; ბ) საქართველოს პარლამენტში შესულ და საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ სასასასასაკანონმდებლო აქტებზე, რისთვისაც საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ" და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დასკვნა დაერთვება კანონპროექტების განმარტებით ბარათს და მოხდება ამ დასკვნის განხილვა პარლამენტის მიერ. პროექტი 7
მუხლი 9. თავისუფალი ვაჭრობის უფლება სატარიფო და ტექნიკური ბარიერების გარეშე
1. თუ ერთი და იგივე სფეროში არსებობს სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყენებული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები, რომელიც საქართველოს მიერ აღიარებულია, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური რეგლამენტები და ეროვნული სტანდარტები, დაინტერესებული პირი თავად აკეთებს არჩევანს მათი გამოყენების თაობაზე და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობის მინიჭება რომელიმე ტექნიკური რეგლამენტის და/ან სტანდარტისათვის. 2. საერთაშორისო ტექნიკური რეგლამენტის აღიარების ან ეკვივალენტად მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოები აღარ შეიმუშავებენ მის ანალოგიურ ტექნიკურ რეგლამენტს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვიდან გამომდინარე უფლებამოსილი ორგანოები შეიმუშავებენ მისადაგებულ ტექნიკურ რეგლამენტებს. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული რეგლამენტები და სტანდარტები ეხება პროდუქციისა და მომსახურების წარმოების ტექნიკური რეგულირების სფეროს, მათ შორის ვაჭრობის წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროებს.
მუხლი 10. საზოგადოებრივი თანადგომის ერთიანი ეროვნული სისტემა
1. სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური, ჯანმრთელობისა და განათლების ხარჯების ბენეფიციარი არის მოქალაქე და არა ინსტიტუტები, რაც ხორციელდება ფულადი რესურსის ან მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის პირობითი ფინანსური ინსტრუმენტის მისთვის გადაცემით; 2. სოციალური დახმარება მიზნობრივია და დაფუძნებულია შესაძლებლობების შეფასებაზე. 3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით მომსახურების მიმწოდებლის არჩევის თავისუფლება გარანტირებულია. 4. დაუშვებელია ფინანსური ინსტრუმენტის ისეთი პირობის დადგენა რაც რაიმე ფორმით უპირატესობას მიანიჭებს მომსახურების მიმწოდებელს ან მათ ჯგუფს სხვა მიმწოდებლის ან ჯგუფის დისკრიმინაციის ხარჯზე. 5. მოქალაქეების სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი ან პირობით დაფინანსებისათვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი ყალიბდება საზოგადოებრივი თანადგომის ერთიან ეროვნულ სისტემად.
მუხლი 11. მაკროეკონომიკური პარამეტრებიდან გადაცდენა გამონაკლის შემთხვევებში
1. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრებისაგან გადაცდენა შესაძლებელია საომარი მდგომარეობის დროს ან/და თუ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ბიუჯეტის პარამეტრები უნდა დაუბრუნდეს ამ კანონის მე-3 მუხლში დადგენილ ზღვრებს საომარი მდგომარეობის ან/და პროექტი 8
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების წლის მომდევნო წელს, თუ ადგილი არ ექნება ეკონომიკურ რეცესიას. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევის გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრებისაგან გადაცდენა დასაშვებია მხოლოდ ეკონომიკური რეცესიის დროს. 4. ამ კანონის მიზნებისათვის ეკონომიკურ რეცესიად ჩაითვლება ვითარება, როდესაც ზედიზედ სამი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირდება მთლიანი შიდა პროდუქტის უარყოფითი ზრდა. 5. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტებით დადგენილი ზღვრის დარღვევის წლიდან არაუგვიანეს მესამე წლისა, კონსოლიდირებული ბიუჯეტის პარამეტრები უნდა დაუბრუნდეს აღნიშნულ ზღვრებს, თუ დარღვევა განპირობებულია ეკონომიკური რეცესიით. 6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი ზღვრების დარღვევის წლის და შემდგომი ოთხი წლის ბიუჯეტის პარამეტრების საშუალო მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონით დადგენილ ზღვრებს, თუ დარღვევა განპირობებულია ეკონომიკური რეცესიით. 7. ეკონომიკური რეცესიის დროს, თუ დაირღვა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნები, საქართველოს მთავრობა ვალდებულია იმავე წლის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვროს ბიუჯეტის პარამეტრების ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და/ან "ბ" ქვეპუნქტით დადგენილ ზღვრებთან დაბრუნების გეგმა წლების მიხედვით ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მოამზადოს ამ კანონის ძალაში შესვლიდან გამომდინარე ცვლილებების პროექტი საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს კანონპროექტების პირველადი და სრული ექსპერტიზის მეთოდიკა, ახალი ხარჯების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირების, მარეგულირებელი ტვირთის გაზრდის ან/და კონკურენციის შეზღუდვის თვალსაზრისით, 3. სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შემდგომი დახვეწის მიზნით, დაევალოს საქართველოს მთავრობას 2011 წლის 1 ივლისამდე შეიმუშავოს ნორმატიული აქტების რევიზიის წესი და პირობები, უზრუნველყოს ნორმატიული აქტების რევიზია და იმ მარეგულირებელი ნორმების გაუქმება რომელთა მოქმედება ეკონომიკურად არაეფექტურია, იწვევს გაუმართლებელ შესაბამისობის ხარჯებს და ხელს უშლის თავისუფალი მეწარმეობის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. 4. საზოგადოებრივი თანადგომის ერთიანი ეროვნული სისტემის შესაქმნელად საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდინოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. პროექტი 9
5. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლიდან გამომდინარე აქეტების შესაბამისობაში მოყვანა სოციალური, ჯანმრთელობისა და განათლების ხარჯების ბენეფიციარად ინსტიტუტების ნაცვლად, მხოლოდ მოქალაქის არსებობის თაობაზე. 6. 2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესრულება. 7. ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები 4 თვის ვადაში შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-3 მუხლი, გარდა მე-6 პუნქტის იმ ნაწილისა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაგეგმვას ეხება, ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ის ნაწილი, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაგეგმვას ეხება, ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.