Google+

ბრიფინგები

07.10.2010
მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსაზრება გააცნო, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ   ბრიფინგზე პრესისა და მედიის წარმომადგენლებს საქართველოს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსაზრება გააცნო ვაშინგტონში გუშინ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით. კერძოდ, მან აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიზანშეწონილად მიაჩნია  გამოეხმაუროს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  სტარტეგიული პარტნიორობის  ქარტიის ფარგლებში  გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას და გამოთქმულ  მოსაზრებებს. პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან აქცენტებზე,  რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ,  როგორც ამერიკულ, ისე ქართულ დელეგაციებს, რომლებმაც  გასული თვეების განმავლობაში  ძალიან აქტიური,  შრომატევადი და ნაყოფიერი სამუშაოები გასწიეს.  განსაკუთრებული მადლობა, ბუნებრივია, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს. თავიდანვე   გვინდა   აღვნიშნოთ, რომ ეს გამოსვლა  გამსჭვალული იყო საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერის სულისკვეთებით. უპირველესად ეს არის   საქართველოს  სუვერენიტეტის,  ტერიტორიული მთლიანობისა და  საზღვრების ურღვეევობის ხმარდაჭერა,  როგორც ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ფუნდამენტური  პრინციპი. შეერთერებული  შტატების  მთვარობა  სრულ მხარდაჭრას  უცხადებს  იმ სტრატეგიას, რომელიც საქართველოს მთავრობამ  მოამზადა   ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.  შეერთებულმა შტატებმა მისი განხოციელების პროცესში სრული მზადაყოფნა და  ჩართვის სურვილი გამოთქვა.   ხაზგასმით აღინიშნა, რომ  შეერთებული  შტატები  მოუწოდებს  რუსეთს შეწყვიტოს  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, გაიყვანოს   ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო შენაერთები და შეასრულოს  2008 წლის  შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.  უფრო თუ დავაზუსტებთ, სახელმწიფო მდივანმა  მკაფიოდ განაცხადა -  შეერთებული  შტატები ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა  დეოკუპაციის პროცესში. ასევე სრული მხარდაჭერა  გამოითქვა ევრო-ატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაცის საკითხში. ყურადღება მიეპყრო  ქართულ-ამერიკულ  თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების  სფეროებში.  დამეთანხმებით, ამგვარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის  მნიშვნელოვანია ნატოს სამიტის წინ, რომელიც ლისაბონში 19- 20 ნოემბერს გაიმართება.

„სახელმწიფო მდივანმა საქართველოს განსაკუთრებული მადლობა  გადაუხადა თანამშრომლობისათვის, კერძოდ, ავღანეთში ISAF-ის  პროგრამაში მონაწილეობისათვის.   ჰილარი კლინტონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ასევე ამ საქმეში შეტანილი  წვლილისთვის.   სახელმწიფო  მდივანმა  მწუხარება გამოთქვა ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო  და თანაუგრძნო როგორც მათ ოჯახებს, ისე მთელ საქართველოს", -განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.  

როგორც მან აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა  ჰქონდა  ჰილარი კლინტონის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ბოლო წლების  განმავლობაში  მიღწეულ წარმატებებზე, რომლებიც, ძირითადად, შიდა პოლიტიკური მდგომარეობასა და დემოკრატიულ  განვითარებას  შეეხებოდა. სახელმწიფო მდივანმა ვრცლად განიხილა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების  გაძლიერებისა და განვითარების საკითხები: „მით უფრო, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სწორედ ისეთ ძირეულ  პრინციპებს ეფუძნება, როგორიც არის  დემოკრატული ფასეულობები და ამ მიმართულებით  საერეთო ინტერესები.  ითქვა, რომ  2009 წელს ხელმოწერილი ქართულ-ამერიკული ქარტია  სტრატეგიული პატრნიორობის შესახებ საშულებას  იძლევა საქართველოში დემოკრატიული განვითრებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ვიმუშოთ".

მანჯგალაძის თქმით, შეერთებულ შტატების მხრიდან, გამოითქვა  სრული მზადაყოფნა, ამ მიმართულებით ერთობლივი  მუშაობა გაგრძელდეს. ყურადღება დაეთმო სამართლიანი არჩევნების  მნიშვნელობისა და სამოქალაქო საზოგადოების  გაძლიერების საკითხებს.   

„ამერიკა მხარს უჭერს  იმ დემოკარტიულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში  უკანსაკნელი 7 წლის  განმავლობაში განხორციელდა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც, სახელმწიფო მდივნის თქმით, მნიშვნელოვანი   წინგადაგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიისაკენ. ხაზგასმით აღინიშნა ის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო რეფორმას. შეერთებული  შტატების მხრიდან  გამოითქვა  სურვილი,  რომ საქართველოს პარლამენტმა განაგრძოს  მუშაობა  კონსტიტუციური რეფორმის პაკეტზე და ამ  პროცესში შეერთებული შტატების მთავრობა   ჩაერთვება. ამას გარდა, ლაპარაკი იყო საქართველოში მიმდინარე  ეკონომიკურ რეფორმებზე. სახელმწიფო მდივანმა  აღნიშნა, რომ  ეს რეფორმები მიმართულია ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისკენ და  ინვესტიციების რაოდენობის გაზრდისკენ.  აღინიშნა გაერთიანებული საგადასახადო და საბაჟო კოდექსების მნიშვნელობის თაობაზეც. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას.   

„ითქვა, რომ საქართველო სწორედ ამ რეფორმების შედეგად გადაიქცა ერთგვარ მოდელად და  ბევრი ქვეყნისათვის უკვე რეალურ მაგალითს წარმოადგენს. ამიტომ ჰილარი კლინტონმა პირდაპირ მოუწოდა ამერიკელ ბიზნესმენებს უფრო აქტიურად ჩაერთონ აქ მიმდინარე პრეცესებში,  საქართველოში მეტი ინვესტიცია ჩადონ და მეტი პროექტი  განახორციელონ.

„სერიოზული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო  და  ენერგეტიკულ პროექტებსაც. ამერიკული მხარის განცახდებით, ისეთი პროექტები როგორიცაა აგრი და ნაბუქო  ძალზე მნიშვნელოვანია.

„მოსაზრება  გამოითქვა  განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ.  სახელმწიფო მდივანი შეეხო ისეთ  პროგრამას როგორიც  არის  "ისწვალე და  ასწავლე საქართველოსათნ ერთად."  

„დისკუსიის დროს კიდევ ერთხელ  აღინიშნა  ის ინიციატივა, რომელიც ეხება ბათუმში ახალი, თანამედროვე  საერთაშორისო დონის  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 

დასასრულ,  პრესსპიკერმა, პრეზიდენტის სახელით,  მადლიერება გამოხატა შეერთებული  შტატების   მთვრობის, სახელმწიფო დეპარატამენტისა და პირადად სახელმწიფო მდივნის- ჰილარი კლინტონის მიმარ იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც გუშინ ვაშინგტონში  სახელმწიფო დეპარტემენტში  შეხვედრისას, კიდევ ერთხელ გამოითქვა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code