Google+

ბრიფინგები

05.10.2010
მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგზე გასული კვირის მოვლენები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და   გასული  კვირის მოვლენები შეაფასა. მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკური  ალიანსის  გენერალური მდივნის ვიზიტი თბილისში  ძალზე მნიშვნელოვანი  იყო   სწორედ  ლისაბონის  სამიტის წინ.  განსაკურებით აღინიშნა  გენერალური მდივნის ის  განცხადებები, რომლებიც სწორედ ნოემბერში დაგეგმილი  სამიტის წინ გაკეთდა. კერძოდ ის, რომ ნატო-ს გზავნილი უცველელია,  ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსათვის და რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება,  ეროვნული გეგმებისა და ალიანსის მოთხოვნების შესრულების პირობებში.

„ნატოს სამოკავშირეო ოფისს, რომელმაც თბილისში დაიდო  ბინა, უკვე ეწოდა ერთგვარი საელჩო.  უნდა ითქვას, რომ  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისგან  საქართველომ  ლისაბონის სამიტზე მიწვევა მიიღო. გაიმართა   მნიშვნელოვანი შეხვედრები და სერიოზული დისკუსიები საქართველო-ნატოს სამომავლო  თანამშრომლობის შესახებ", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხვალიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში  საქართველოს პრემირ მინისტრის  ნიკა გილაურის  ვიზიტი იწყება. ხვალიდან კი, ის უკევ მაღალი  დონის  შეხვედრებს იწყებს.  მისი თქმით, უპირველესად, უნდა აღინიშოს ის, რომ პრემიერ მინისტრი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს  შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შემაჯამებელ სხდომას  დაესწრება, რომელიც   5-დან 10  ოქტომბარმდე  გაიმართება.     შეერთებული შტატების მხრიდან  დელეგაციას  სახელემწიფო მდივანი  ჰილარი კლინტონი უხელმძვენლებს.   მოლაპარაკებებს ფილიპ გორდონიც დაესწრება.   პარტნიორი ქვეყნები  დემოკარტიის, ეკონომიკის,  ვაჭრობისა და  ხალხთა შორის ურთიერთობების   მიმართულებით თანამშრომლობენ და, შესაბამისად, სწორედ ამ  მიმართულებით წარმოებული სამუშოები შეჯამდება. შეფასდება ქარტიით  ნაკისრი  ვალდებულებების  მხრივ შესრულებული სამუშაოები და გამოიკვეთება სამომავლო გეგმები. ვიზიტის მთავარი მიზანია, მჭირდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამყარება და განათლების სფერო. ნიკა  გილაურს დაგდგმილი აქვს ორმხრივი და მრავლმხრივი  შეხვედრები და მოლაპარაკებები როგორც  კონგრესში,  ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობისა და  უწყებების პირველ პირებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერი განათლების სისტემის მოდერნიზაციისა და რეფორმირების საკითხსაც შეეხო.

„პრეზიდენტისათვის ეს საკითხი მთავარ  პრიორიტეტს  და ამოცანას წარმოადგენს. ამიტომაც, ამ მიმართულებით მუშაობა განუწყვეტილ მიმდინარეობს. იცით,  რომ დაწყებულია პედაგოგთა ატესტაცია. სერტიფიკატი წელს 1300-მა   მასწავლებელმა მიიღო. საგულისხმოა, რომ 2014 წლამდე ეს პროცესი ნებაყოფლობითი იქნება, 2014 წლის შემდეგ კი, სავალდებულო სახეს  მიიღებს. იმ 1300 პედაგოგს კი, რომლებმაც   სერტიფიკატი აიღო, ხელფასი 75 ლარით  გაეზარდა. პრეზიდენტის ახალ ინიციატივით,  ის პედაგოგი, რომელიც   ინგლისურისა და   კომპიუტერის მინიმალურ ცოდნას  გამოამჟღავნებს და შესაბამის გამოცდას ჩააბარებს,  ეს დანამატი 200 ლარით გაეზრდება. გამოცდები  თებერვალ-მარტშია დანიშნული, შესაბამისად,  ყველა  მსურველსა და დაინტერსებულ პირს შეუძლია  მიმართოს განათლების  სამისტროს  და მოემზადოს გამოცდისთვის", აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code