Google+

ბრიფინგები

29.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ბრიტანეთის ახლადარჩეულ პრემირმინისტრს დევიდ კამერონს.

"მიხეილ სააკაშვილმა, უპირველესად, მას  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეები გაიხსენა. პრეზიდენტმა ღნიშნა, რომ დევიდ კემერონი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთაგანი, რომელიც საქართველოში ჩვენს  მხრდასაჭერად ჩამოვიდა. იგი მუდმივად აყენებდა ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგნოშო  საქართველოს თაობაზე საკითხს. თავის მხრივ, ბრიტანეთის  პრემიერ მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან საუბრის დროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის  მხრიდან ოკუპაციის თაობაზე ისაუბრა. ბრიტანეთის მთავრობის ახალმა ლიდერმა უახლოეს  პერიოდში ორმხრივი შეხვედრის სურვილიც გამოთქვა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code