ბრიფინგები
27.05.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პირველ პირს მრავალი ქვეყნის ლიდერმა მიულოცა. წერილებს შორისაა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მილოცვა, პეზიდენეტ სარკოზის კეთილი სურვილები, ყაზახეტის პრეზიდენტის გზვანილი და შეერთებული შტეტების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მისალოცი ბარათი" - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, მილოცვები ასევე გამოგზვანეს შვეიცარიის, მექსიკის, პერუს, იაპონიის, საბერძნეთის, კორეისა და Aაზერბაიჯანის პირველმა პირებმა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც მიულოცა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ეს სრული ჩამონათვალი არ არის.
"შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მილოცვასთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს იმ იდეალებს, რომლებზეც დაფუძნებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რომელიც 1921 წელს ძალადობრივი გზით შეწყდა", - განაცხადა პრესსპიკერმა.