Google+

ბრიფინგები

20.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრესსპიკერმა დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძემ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე ისაუბრა და ყურადღება პრეზიდენტის იმ ინიციატივებზე გაამახვილა, რომლებსაც იგი ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას შეეხო.

„დღეიდან მუშაობას იწყებს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც სტუდენტთა დასაქმებას ითვალისწინებს. 20 მარტიდან სრული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ საიტზე www.summerjob.ge და მონაწილეობა მიიღონ პროექტში “სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job )”.  პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში ამოქმედდება და   20 ივლისიდან  და 20 აგვისტომდე სხვადსხვა დაწესებულებებში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება, რომელთა ხელფასი 500 ლარი იქნება. პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული. ამ დროისათვის  3000-მდე სტუდენტი უკვე დარეგისტრირებულია, ხოლო რეგისტრაციის პროცესში 8000-მდე მსურველი იმყოფება“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება ძალიან ბევრ ქვეყანაში.

პრეზინდეტის შემდეგი ინიციატივა, რომელზეც პრესსპიკერმა ისაუბრა, მოსახლეობის  მთავარი გამოწვევის - უმუშევრობის დაძლევას და მისი გზების ძიებას უკავშირდება. ეს ინიციატივა 19 მარტიდან ამოქმედდა და მის ფარგლებში ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს  საშულება აქვს მიიღოს პროფესიული განათლების ათასლარიანი ვაუჩერი. პრესსპიკერის განცხადებით, აღნიშნული ვაუჩერი მოსახლეობას სტაბილური სამუშაო ადგილის პოვნასა და  დამკვიდრებაში დაეხმარება.

„პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საგაზაფხულო რეგისტრაცია 20 აპრილამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის გარდა, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებშიც მიმდინარეობს. რეგისტრაციის გავლამდე დაინტერესებული პირი აქვე მიიღებს  ყველა საჭირო ინფორმაციას. პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსებისათვის სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 000 ადამიანს საშუალებას მისცემს ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს. უპირველესად, ვაუჩერით სრულად დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას. პირველადი სტატისტიკით , საქართველოს მასშტაბით, უკვე პროფესიული განათლების მიღების 1500-მდე მსურველია დარეგისტრირებული“, - განაცხადა მან.  

მანანა მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა პარლამენტის გადაწყვეტილებას,  რომლის თანახმად,  მეორადი წარმოების სოფლის  მეურნეობის ადგილობრივ პროდუქცია თავისუფლდება  დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.

„უნდა ითქვას რომ, ამ საკანონმდებლო ცვლილებამდე, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ იყო მიმზიდველი  სადისტრიბუციო კომპანიებისა და სავაჭრო ქსელისათვის. ამიტომაც  სავაჭრო ობიექტები უპირატესობას სწორედ უცხოურ იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ანიჭებდნენ, რადგანაც საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით, იმპორტირებული პროდუქტით ვაჭრობა ბევრად მომგებიანი იყო. ამ ცვლილების შედეგად, საქართველოში მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იმპორტირებულ ანალოგს გაუთანაბრდა. ახალი ინიციატივის ამოქმედება, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,   ქართველი  გლეხი და ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას, მიიღებს მეტ მოგებას და გააფართოებს საკუთარი მეურნეობასა და წარმოებას“, - აღნიშნა პრესპიკერმა და დასძინა, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონ-პროექტს საქართველოს პრეზიდეტმა ხელი 19 მარტს  მოაწერა და, შესაბამისად, შევიდა კიდეც ძალაში.

მანანა მანჯგალაძე საქართველოში გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის  გუიდო  ვესტერველეს ვიზიტსაც შეეხო. მისი თქმით, გამართული შეხვედრებისას, ორივე მხარეს საშულება მიეცა ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვან საკითხი  განეხილათ.  მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის თემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეეხებოდა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანია საქართველოს მოკავშირედ და   მხარდამჭერად რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რაც მთვარია, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გერმანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის უპირობო მხარდამჭერია“, - განაცახადა პრესსპიკერმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code