Google+

ბრიფინგები

15.11.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი გამართა, სადაც გასული კვირის საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. დღევანდელი ბრიფინგის მთავარი თემები საქართველოს მთვარობის სოციალური ინიციატივები და ქვეყნის საგარეო ურთიერთობები იყო.

შექმნილი დიდი ინტერესის გამო, მანანა მანჯგალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა მთავრობის მიერ ახალ  სოციალურ შეთავზებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, პენსიონერებისთვის შეთავაზებული 140-ლარიანი პაკეტის მნიშვნელობა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სამედიცინო დაზღვევას ენიჭება და ის დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს შეეხება.  

„ვფიქრობ, ამ კატეგორიის ადამიანთა  ჯანდაცვის  ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარღვევაა. პაკეტი 140 ლარისგან შედეგება, რომელიც 15-ლარიან  სადაზღვევო პოლისსაც მოიცავს, რაც ულიმიტო გადაუდებელ ოპერაციას გულისხმობს, სადაც 80 პროცენტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით იქნება, ასევე გეგმიურ ოპერაციებს,  ანალიზებს,  ექიმის კონსულტაციას და მათ შორის,  გარკვეული სახის წამლების თანადაფინსასებას.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვთა  სამედიცინო დაზღვევა და ის, რომ სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს  0-დან  5 წლამდე ასაკის  ბავშვების   სამედიცინო დაზღვევას. ასეთ  დაზღვევას 250 ათასამდე ბავშვი მიიღებს“- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ეს წინადადებები 2012 წლის ბიუჯეტის  კანონპორექტთან ერთად საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადაგზავნილია  საკანონმდებლო ორგანოში.

პრეზიდენტის პრესსპიკერი საუბრისას საგარეო ურთიერთობებსაც შეეხო და მათ შორის, გამოყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა თბილისში და ის განცხადებები, რომლებიც თბილისსა და ბათუმში გაკეთდა.

„დამეთანხმებით, სწორედ ეს განცხადბები ადასტურებს მათ სრულ მხარდაჭრას  ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშრებით. აღნიშნული ვიზიტისას ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოა ალიანსთან, ვიდრე თუნდაც 3 წლის წინათ. აღინიშნა ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც საქართველომ დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მოახერხა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შეხვედრებმა, რომლებიც ამ ვიზიტის დროს შედგა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან დევიდ ქამერონთან, დაადასტურა  იმ ურთიერთობების  ხარისხი, რომელიც საქართველოსა  და  დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს.

ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებსაც შეეხო.

„როგორც იცით, გასულ კვირას ამ გადაწყვეტილებას შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და    შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ინტერესები სრულად იყო დაცული. 

მიუხედავად  ხანგრძლივი დაყოვნებისა, რუსეთმა ხელი მოაწერა დოკუმენეტს, რომლის საფუძველზეც, საქართველო 90-იანი წლების შემდეგ პირველად აკონტროლებს ტვირთბრუნვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდნეტის პრესსპიკერი დაგეგმილ ვიზიტსაც შეეხო, რომელიც ძალზე მნიშნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია ის ვიზიტი, რომელიც ამ დღეებში იგეგმება. საქართველოს 16 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ბარონესა ქეთრინ ეშტონი ეწვევა და საქართველოს დედაქალაქში გამართვას შეხვედრებს. ეს ვიზიტი იმ ინტენსიური ურთიერთობის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ, რომელსაც ქართული დიპლომატია უკანასკნელ პერიოდში ეწევა.

ქალბატონი ეშტონის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს  იმ განცხადებების კონტექსტში, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის დროს გაჟღერდა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოვებასა და შემდგომ განვითარებას შეეხება,“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code