Google+

ბრიფინგები

13.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძემ დღეს თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეების მინიჭების თაობაზე ბრიფინგი გამართა.

„დაპირებისამებრ, როგორც  ადრე იყო გაცხადებული, თურქეთში მცხოვრებ ჩვენს იმ  თანამემამულეებს, რომლებმაც იციან ქართული ენა და დღემდე  შეინარჩუნეს ქართველობა,  საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ. აქვე მინდა მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის  მოქალაქეობას წელიწადში დაახლოებით ათი ათასამდე მსურველს ანიჭებდა. დღევანდელი მონაცემებით, პრეზიდენტის  ადმინისტრაციაში შემოსულია 1000-მდე განაცხადი. თუმცა  ძალიან სამწუხაროა, რომ  ბოლო თვეების განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს  ათი ათასობით მოქალაქეს  შეუწყვიტა მოქალაქეობა“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code