Google+

ბრიფინგები

23.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მთავარი პროკურორის განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა. მანანა მანჯგალაძე გუშინ ერთი-ერთი სატელევიზიო არხის ეთერიდან მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს, პრეზიდენტი ტელეფონით საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ იმჟამინდელ მფლობელს ჯოზეფ ქეის თავისი  კუთვნილი წილის დათმობის შესახებ ესაუბრა.

„გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ბინძური ტყუილი. სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და არ ჯდება არც ერთ სამართლებრივ ჩარჩოში. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ძნელია, ილაპარაკო კოჰაბიტაციაზე, როდესაც მეორე მხარე ასეთი მეთოდებით იბრძვის. გვინდა განვაცხადაოთ, რომ პასუხიმგებლობა ამ პროცესებში სრულად ეკისრება პრემიერ-მინისტრს. უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია, ერთი მხრივ, ილაპარაკო  კოჰაბიტაციაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აწარმოო ბინძური ფაბრიკაცია როგორც  საქართველოს პრეზიდენტის, ისე იმ 25 ათასი მოქალაქის მიმართ, რომლებიც  სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები არიან“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code