Google+

ბრიფინგები

11.10.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს  პრეზიდენტის  პრესსპიკერმა  ტრადიციული  ბრიფინგი გაუსლი კვირის მნიშვნელოვანი  მოვლენების შეფასებით დაიწყო.

 მანანა მანჯგალაძემ  საფრანგეთის  პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და  როგროც მან აღნიშნა  - ეს იყო ისტორიულ მოვლენა.
“ასი ათასამდე ადამიანმა, რომელიც იმ დღეს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ  მიიღო პასუხები ძალიან ბევრ მნიშვნელოვან  კითხვაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მომავალს უკავშირდება.
 
პირველ რიგში - ეს არის  სრული და უპირობო მხარდაჭერა  საქართველოს  სუვერენიტეტისა და   ტერიტორიული მთლიანობის,  როგორც საფრანგეთის და ასევე პრაქტიკულად ევროკავშირის ქვეყნების,
 სრული და უპირობო მხარდაჭერა ასევე  ჩვენი ხალხის  თავისუფალი არჩევანისა იცხოვროს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ  სახელმწიფოში .
 
 პირველად საჯაროდ   ამ დონის ლიდერმა მხარი დაუჭერა  საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და საქართველოს გაწევრიანებას  ევროკავშირში.
 
 სრული მხარდაჭერა განვითარების იმ გზას, რეფორმების იმ კურსს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს  ხელისუფლება ახორციელებს.
 
 Bბუნებრივია, ამ გზაზე ბევრი პრობლემაა გადასალახავი, ბევრი ბარიერია დასაძლევი ჩვენი ხალხისათვის  უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად.
  დასაძლევია  სიძნელეები, რომლებიც უკავშირდება უმუშევრობას,  სხვა სოციალურ - ეკონომიკურ  პრობლემებს.
  
 Mმაგრამ ეს  არის  გზა რომელიც ჩვემა ხალხმა აირჩია, ეს  არის გზა  თავისუფალი  არჩევანის , ეს არის გზა    რომელიც საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას  უსაფრთხო განვითარების  უკეთესს პირობებს შეუქმნის.
 
ნიშანდობლივია, ის შეფასებებიც, რომლებიც ამ ვიზიტს მოყვა, საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის საერთაშორისო მედიის მხრიდან, ვფიქრობ ნათელია რომ ამ ვიზიტის შემდეგ  საქართველომ შეიძინა კიდევ ერთი ძალინ მყარი და ერთგული მეგობარი საფრანგეთის სახით.”- აღნიშნა  მანანა მანჯგალაძემ   ტრადიციულ   ბრიფინგზე გამოსვლისას.
 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა   ყურადღება გაამახვილა   მიხეილ სააკაშვილის  ვიზიტზე  ჩეხეთში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო    ვაცლავ ჰაველის მიერ დაფუძნებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ფორუმი 2000“. და  სიტყვით გამოვიდა.
ფორუმის განხილვის მთავარი თემები კი ოცდამეერთე საუკუნის წინაშე არსებული გამოწვევები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობა, ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 
რის შემდეგაც   საქართველოს საელჩოში  გაიმართა   შეხვედრა ჩეხეთის პირველ პრეზიდენტთან სადაც  მიხეილ სააკაშვილმა  ვაცლავ ჰაველი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.-განმარტა პრეზიდენტის პრესსპიკერმა
 
 
 
 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code