Google+

ბრიფინგები

27.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი 

 

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტზე ისაუბრა, სადაც პრეზიდენტი გაეროს 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ამას გარდა, პრესსპიკერმა აშშ-ში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური შინაარსის გარდა, საინტერესო შეხვედრები გაიმართა საინვესტიციო ფორმატის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებთანაც.

მანანა მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში ვიზიტსაც შეეხო, სადაც პრეზიდენტი აღმოსავლეთ  პარტნიორობის სამიტს დაესწრება. სამიტში, რომელსაც წელს ვარშავა მასპინძლობს, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო ლიდერებთან ერთად  ვეროკავშირის  ხელმძღვანელი პირები და  წევრი სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

„კიდევ  ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო განსაკუთებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირთან მჭიდრო და ყოვლისმომცველი ურთიერთობების განვითარებასა და   სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ თვალსაზრისით, იმედი გვაქვს,  რომ  წლის ბოლომდე მიღწეული იქნება შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დაიწყოს  მოლაპარაკება თავისუფალი სავაჭრო ურთიერთოების შესახებ. ვფიქრობ, ეს ძალიან კონკრეტული და  წარმატებული  ნაბიჯი იქნება ვეროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. სამიტის ფარგლებში გაიმართება მთელი რიგი ორმხირივი შეხვედრები" - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

საგარეო ურთიერთობების სფეროში პრესსპიკერმა ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტზე გაამახვილა, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

იგი სოფლის მეურნეობის თემას, კერძოდ, 2011 წლის რთველს შეეხო, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. რთველი კახეთში ოქტომბრის დამლევამდე გასტანს, ხოლო შემდეგ რაჭაში გადაინაცვლებს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  მოსავლის  50 პროცენტი უკვე აღებული და  დაბინავებულია. რაც მთვარია, რთველი საკმაოდ  ორგანიზებულად  მიმდინარეობს და  სახელმწიფო უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში, ამის  გამოცდილება და  ტრადიცია  მთავრობას უკვე აქვს. ხელისუფლებისგან გლეხები  გარკვეულ   ფინანსურ დახმრებას ღებულობენ  და მოსავლის რეალიზაციაც და დაბინავებაც, პრაქტიკულად, შეუფრეხებლად მიმდინარეობს ", - განაცხადა პრესსპიკერმა.

როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, თუკი შარშან 102 ათასი ტონა ყურძენი აიღეს, ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი წელს 150 ათას ტონამდე  გაიზრდება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code