Google+

ბრიფინგები

14.06.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე გასული კვირის მნიშნვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. მანანა მანჯგალაძემ მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში პრეზიდენტისა და გუბერნატორების შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს. მათ შორისაა რამდენიმე მსხვილი პროექტი, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, სოფლის დახმარების პროგრამა, საგზაო მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობა. აღნიშნული პროექტები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება და მათი საერთო ღირებულება ორი მილიარდი ლარი იქნება.

„ბუნებრივია ამ პროექტებში ყველაზე მნიშნვნელოვანი არის ათასობით ჩვენი თანამემამულის დასაქმება. მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობაზე ამ ეტაპზე ათასამდე კაცია დასაქმებული, უახლოეს პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი გაიზრდება და სავარაუდოდ, ოთხი ათასს მიაღწევს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.   

ამის მიუხედავად, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი კვლავაც მოსახლეობის დასაქმებაა: „დასაქმება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა", - დასძინა მან.

მანანა მანჯგალაძის თქმით, ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა და ბოლო მაჩვენებლის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, საქართველოში 44 პროცენტით მეტი ტურისტია შემოსული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წელს საქართველოს რუკაზე ახალი ტურისტული ცენტრები გაჩნდა.

პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა ავიაციის სფეროს განვითარებასა და იმ ახალ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში შემოვიდნენ. კერძოდ, გასულ კვირას საქართველო-ჩინეთს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა. ასევე დაინიშნება რეისები: თბილისი-ასტანა და ბათუმი-ანკარა.

„ეს კარგი  ეკონიმიკური ნაბიჯია, მას საკმაოდ  დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითრების თვალსაზრისით, რადგან ახალი ავიახაზები  ახალ ტურისტულ  ნაკადს ნიშნავს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

ბრიფინგზე საუბარი საატესტატო გამოცდებსაც შეეხო. პრესსპიკერის თქმით, ატესტატი მოსწავლეთა უმეტესობამ მიიღო, შესაბამისად, მათ სწავლის გაგრძელების უფლებაც მოიპოვეს. 100 საუკეთესო მოსწავლეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

ამას გარდა, მან თბილისში ამერიკელ კონგრესმენთა კიდევ ერთი ჯგუფის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მათ პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მანანა მანჯგალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

„რეზოლუციაში ხაზგასმულია 2008 წლის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა - რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს ყველა ის პუნქტი, რომელსაც ხელი მოაწერა და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმებით  აღებული ყველა ვალდებულება. ასევე უნდა შეწყდეს  პასპორტების უკანონო დარიგება ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

დაბოლოს, მან სომეხთა  ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორეს ვიზიტზე ისაუბრა. საქართველოში სტუმრობის დროს, იგი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს  ილია მეორესა და საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და იმ ისტორიული ურთიერთობების გაგრძელებაა,  რომელიც საუკუნეების განმავლობაში მტკიცდებოდა ორ  მოძმე  ერს  შორის".




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code