Google+

ბრიფინგები

12.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ყურადღება  გაამახვილა  იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებიც წარმატებით განხორციელდა. მისი თქმით,  დღეს იურიდიულად დასრულდება ის გარიგება, რომელიც ქართულ ფასიან ქაღალდებს შეეხება.

 „საქართველომ წარმატებით განათავსა 500 მილიონი დოლარის ევრობონდები. ამ ტრანზაქციას უცხოელი ექსპერტები და მედია უკვე გამოეხმაურა და ერთ-ერთ საუკეთესო გაირგებად  შეაფასეს. ახალი ევრობონდების ხანგრძლივობა, 5 წლიანი ხანგრძლივობისა და 7,5  პროცენტიანი განაკვეთის ნაცვლად, 10 წლიანია და საპროცენტო განაკვეთი 7,125  პროცენტს შეადგენს.

ამ გარიგებით საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის აღქმადობა ინვესტორების მხრიდან,  და ეს მონაცემი მათთვის გარკვეული ეკონომიკური მაჩვენებელია, ვინაიდან 5 წლის ნაცვლად, უცხოელი ინვესტორები ქვეყანას, შეიძლება ითქვას, უკვე 10 წლის ვადით ენდობიან. შესაბამისად, სხვა ქართულ კერძო კომპანიებს შეეძლებათ უფრო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი ინვესტიციები მოიზიდონ. წარმატებულ გარიგებას კი, უპირველეს ყოვლისა ინვესტორთა მზარდი დაინტერესება მოყვება საქართველოსადმი.

ვფიქრობ, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ამ გარიგების შემდეგ, დღის წესრიგიდან, პრაქტიკულად, მოიხსნა სახელმწიფო ვალის პრობლემა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი ასევე  რეგიონალურ  და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხო, რაც არანაკლებ პრიორიტეტულია  ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, ამას  მოწმობს   გასულ კვირას  ბიუჯეტში შეტანილი ცვილებებიც.  მან ყურადღება  შეაჩერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე.

"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან"   60 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხა ქვეყნის ყველა რეგიონისთვის არის განსაზღვრული და საქართველოს თითქმის ყველა   რაიონის  ინფრასტრუქტურას შეეხება.

„ თანხა  დაიხარჯება რეგიონებში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების, გზებისა და ხიდების, სანიაღვრე არხების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სარწყავი არხების  რეაბილიტაციისთვის, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებსა და  გარე განათებების მოსაწყობად. გამოყოფილი 60 მილიონი ლარით 333 ინფრასტრუქტურული  პროექტი განხორცილდება. რადგან  პროცესი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, ეს იმას  ნიშნავს, რომ  თითოეულ რეგიონში, ამ პროეტების ამოქმედებით, ასობით  ახალი სამუშო ადგილი   გაჩნდება. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივების დასაქმება ასევე პრიორიტეტია", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერის განცხადებით, ამ თვეში ასევე  ამოქმედდება " სოფლის დახმარების  პროგრამა", რომლისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია  40 მილიონი ლარი.  აღნიშნული პროგრამით, მოსახლოებას  საშულება აქვს თავად აირჩიოს რომელი საკითხის გადაწყვეტაა სოფლისათვის უპირატესი გამოყოფილი  თანხით.  

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძე ბელარუსის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. გავცელებული ინფორმაციით,  ტრაგედიას 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 150 დაშავებულია.  

პრესსპიკერმა პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის  სახელით, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ბელორუსს ხალხს და ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობა გამოუცხადა მათ.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code