Google+

ბრიფინგები

28.12.2010
საქართვეელოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და 2010 წელი შეაფასა. ყურადღება მან მიმდინარე წლის მოვლენებზე გაამახვილა, რომლებიც ყველაზე მეტად იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებრიობისათვის და რომლებმაც ქართული და უცხოური მედიის ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

მის თქმით, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ეკონომიკური,  საერთაშორისო თუ პოლიტიკური  თვალსაზისით, რადიკალური ცვლილებების წელი იყო. ამ მხრივ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საშინაო ეკონომიკურ საკითხებს და საგარეო საერთაშორისო  თვალსაზრისით.

„2010 წელს ბიზნესის კეთების ანგარიშში ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო  მსოფლიოს #1 რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა. მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველომ ერთი საფეხურით წინ წაიწია და მე-12 ადგილი დაიკავა. ასევე გლობალური კორუფციის ბარომეტრის „ტრანსფარენსი ინტერნეიშენელის" 2010 წლის კველვის თანახმად, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორუფციის შემცირების მხრივ", - აღნიშნა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ ქვეყანა აგრძელებს რეფორმატორულ კურსს.

პრესსპიკერმა ამ მიმართულებით 2010 წელს გაწეულ სამუშაოები და ის ეკონომიკურ პროექტები მიმოიხილა, რომელთა შესრულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა ქვეყანას. ამ სიაში იყო ტურისტული, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო, ენერგეტიკული პროექტები, ჯერ კიდევ არსებული და გადასაჭრელი პრობლემები, საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები და სხვა. მანჯგალაძემ  აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოს მთვრობას კიდევ უფრო მნშვნელოვანი გეგმები აქვს ქვეყნის წინ წასაწევად.

„მაგალითად, წელს საქართველოში 2 მილიონამდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც 35 პროცენტიანი ზრდის მანიშნებელია. ტურისტულ რუკაზე გაჩნდა ახალი საკურორტო ადგილები და   სრულიად განახლებული ძველი პროექტები.

სვანეთის რეგიონისთვის ახალი ეტაპი იწყება - ახალი გზით, ახალი აეროპორტით, ახალი სათხილამურო  ტრასით და ახალი შეთავაზებებით ინვესტორებისა და ბიზნესმენებისათვის. 

სიღნაღის შემდეგ საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე  ქალაქი და დასახლებული პუნქტი განახლდა - ყვარელი, მცხეთა, ანაკლია, ქობულეთი, ბათუმი და  ქუთაისი, რომელთა აღდგენითი სამუშაობი კვლავაც გრძელდება.

ქობულეთსა და ანაკლიაში ინვესტორებისთვის თავისუფალი   ტურისტული ზონები გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიზნესმენებს შეღავათებთან  ერთად,  ხელშეწყობის მთელ პაკეტს სთავაზობს.    

2010 წელს ორი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა  - ერთი არის ე.წ. გომბორის გზა და მეორე სამცხე- ჯავახეთის გზა.

საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება ახალ ეკონომიკურ კურსს. 2010 წლის  განმავლობაში  მთავრობა  ბიზნესმენებსა და სახელმწიფოს შორის არსებულ ადმინისტარციულ ხარვეზებზე მუშაობდა, რომელთა აღმოსაფხვრელად  მომზადდა ახალი საგადასახადო კოდექსი, შეიქმნა ინფრასრუქტურა და მომზადდა ახალი კადრები. ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში 2011 წლის 1 იანვირდან  შევა და ის ხელს შეუწყობს ახალი კურსის განხორცილებას და ბიზნესისა და საგადასახადო ორგანოების დამოკიდებულებას პარტნიორული ურთიერთობად გარდაქმნის.

 რეფორმების  თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, ქართულ სკოლებში წელს 1000-ზე მეტი ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანა. მომავალ წელს კი ინიცირებული პროექტით "ასწავლე  და ისწავლე საქართველოსთან ერთად" უკვე 1500 პედაგოგი ჩამოვა.

განათლების რეფორმის ფარგლებში სერიზული ნაბიჯები გადაიდგა  მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამოქმედდა უსაფრთხო სკოლის პროექტი, ასევე დაიწყო მასწავლებელთა ატესტაცია და იმ პედაგოგებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ატესტაციას, ანაზღაურება გაეზრდება.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯანდაცვის სფეროში.  წელს განახლდა ახალი სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა და მომავალ წელს ჰოსიპატალურ სექტორს  ათეულობით ახალი სამედიცინო ობიექტი შეემატება. მუშაობა მიმდინარეობს ისეთი სეგმენტის დახვეწასა და სრულყოფაზე, როგორიცაა დაზღვევა.

პრიორიტეტთა შორის არის სოფლის მეურნეობის სფერო. მომავლი წლის ბიუჯეტში უკვე ჩაიდო საკმაოდ სოლიდური თანხა ამ სექტორის განვითარებისთვის. სახელმწიფო განაგრძობს გლეხების დახმარებას. ეს ეხება როგროც  ახალი და უხვმოსავლიანი კულტურების შემოტანას, ისე ტექნიკური ბაზის  გაუმჯობესებას", - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე იმ პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხო, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისათვის. უწინარესად, ეს არის მსოფლიო ინფლაციური პროცესი. მსოფლიოში ფასების მატება მძიმე დრტყმას აყენებს ჩვენს მოქალაქეებსაც. ამიტომ, პრეზიდენტის დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა პაკეტი, რომელიც შეჭირვებულ მოსახლეობას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ყოფას.  იანვრის ბოლოდან, მათ დაურიგებენ ელექტროენერგიის  ვაუჩერებს. მისი თქმით, უმთავრესი გამოწვევად  დასაქმება და უმუშევრობა რჩება, თუმცა ამ საკითხზე ხელისუფლება დაუღალავად მუშაობს.

 

იგი დემოკრატიული რეფორმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2010 წელი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ახალი კონსტიტუცია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს დემოკრატიისაკენ. 

ასევე უნდა გამოვყოთ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ყველა კვლევის მიხედვით,  ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი არჩევნები იყო. უმთავრესი მიღწევად კი, პრესსპიკერი დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევას მიიჩნევს.

მნიშვნელოვანია მედიის გამჭვირვალეობის პროექტი, რომელიც პარლამენტის მიერ არის  ინიცირებული.

პრესსპიკერმა საზოგადოებას ის გადაწყვეტილებები შეახსენა,  რომლებიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ და გაეროს  გენერალური ასამბლეამ მიიღეს.

საგრეო პოლიტიკურ  მოვლენებს შორის მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში, პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილის პირისპირ შეხვდრა  ლისაბონში და სხვ.

საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ის  სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც  საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაპირველად, სტარსბურგში ევროპარლმენტში გააცხადა, ხოლო შემდეგ - ასტანაში, ეუთოს სამიტზე. არანაკლებ საყურადღებო  იყო ის შეფასებები  და ის რეაქციები რომლებიც ამ ინიციატივებს მოყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამ ფორუმებზე ხმამაღლა ითქვა იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ტერმინი „ოკუპაცია", პრაქტიკულად, დამკვიდრდა საერთაშორისო  არენაზე.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროკაშირის გადაწყვტილება სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან  დაკავშირებით. ამ ნაბიჯით ცხადი გახდა საქართველოსადმი  დამოკიდებულება, სახელმწიფოსადმი ნდობის ხარისხი და  ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი და სოლიდური პარტნიორის რანგში დადგომა.

საგარეო პოლიტიკასა და პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრისას, მანანა მანჯგალაძემ იმ დიდი დანაკლისის თაობაზე ილაპარაკა, რომელიც საქართველომ განიცადა. ამ მხრივ, პირველი იყო კატინის ტრაგედია და პრეზიდენტ ლეხ  კაჩინსკის დაღუპვა. ასევე, სერიოზული დანაკარგი იყო საქართველოსთვის, მისი მხარდამჭერისა და  დიდი გულშემატკივრის, ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის  გარდაცვალება.   

მანანა მანჯგალაძემ კომენტარი მიხეილ ხადარკოვკის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებაც გააკეთა და ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.  

„ამ გადაწყვტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დამოკიდებულება, რომელიც  რუსეთის ფედერაციას სამართლის მიმართ აქვს - ეს არის დაცინვა, უსამართლობა და  ყველა  სამართლებრივი ნორმის დარღვევა. ეს არის იმის ნათელი მაგალითი და ნიმუში,  როგორი მეთოდებით დევნის რუსეთის ხელისუფლება მიხეილ ხოდარკოვსკის მსგავს ადამიანებს. აი ასეთი სახე აქვს დღევნდელ რუსულ სამართალს", - აღნიშნა პრესსპიკერმა.    

უსაფრთხოების საკითხი ეს კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა სწორედ ეს იყო.

„ამ მიმართულებით,  საზოგადოებას კარაგად ახსოვს ბოლო პერიოდში ქართველი  სამართალდამცველების  მიერ გახსნილი საკმაოდ ხმაურიანი საქმეები საქართველოს სხვადსახვა კუთხეში, მომხდარი და დაგეგმილი ტერაქტები. ასაფეთქებელ ობიექტთა შორის ამერიკის  საელჩო, ერთ-ერთი  პოლიტიკური პარტიის ოფისი და სარკინიგზო მაგისტრალი მოხვდა. სერიოზული იყო ის აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოში მუშაობდა ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც  გაირკვა ეს ჯაშუშები ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში მოქმდებდნენ. თუმცა ქართველი სამართალდამცველების მუშაობითა და აქტიურობით  ქვეყანამ თავიდან აიცილა დიდი საფრთხე. ამ გახმაურებულ საქმეებზე საუბრისას მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ შეთავაზება ერთობლივად გამოგვეძია მომხდარი, რუსეთმა უპასუხოდ დატოვა იმის მიუხედავად, რომ ჟენევის მოლაპარაკების დროს, რუსულ მხარეს ყველა მასალა გადაეცა. 

სამწუხარდ,  როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ ჩვენ საუბარი გვიხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს სახელმწიფოს, მთავრობისა და პრეზიდენტის უმთავრესი საფიქრალია. ეს თემა მხოლოდ სამშვიდობო კონტექსტში განიხილება, მაგრამ ქართული მხარის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, სრულმასშტაბიანი დიალოგი დაგვეწყო ორ ქვეყანას შორის დაგროვილ პრობლემურ საკითხებზე,  სამწუხაროდ,  რუსეთის ფედერაციის მხრიდან  ადეკვატური რეაქციის გარეშე რჩება; უფრო მეტიც, რუსეთი ამ შეთავაზებების ფონზე  აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

წლიურ ანგარიშში პრესსპიკერი ყველა სფეროს შეეხო და არც ის მიღწევები გამორჩენია, რომლებიც ქართულ სპორტსა და კულტურას უკავშირდება.

უპირველესად, მან ქართველი მორაგბეების გამარჯვება გაიხსენა, ქართველი კალათბურთელების მიღწევებს შეეხო და ქართული ფეხსბურთის პირველ ნაბიჯებსაც, დიდი პაუზის შემდეგ. თუმცა, გამრჯვებასა და მიღწევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ტრაგედია, რომელმაც თითოეული ქართველი და მსოფლიო შეძრა - ეს იყო ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ფაქტი. მისი თქმით, ეს უდიდესი დარტყმა იყო როგროც ქართველი ოლიმპიელებისთვის, ისე, ზოგადად, ქართული  სპორტისთვის.

სახელმწიფო კვლავაც აგრძელებს სპორტის სახეობების ხელშეწყობას, რადგან ეს მხოლოდ სპორტული მიღწევები არ არის - ეს ზოგადად, ქვეყნის განვითარებაა. ამიტომ, მანჯგალაძის თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ  ფესტივალს და ასევე გაიმართება მსოფლიოს თასის გათამაშება ახალგაზრდა მორაგბეებს შორის.

2010 წელი მნიშვნელოვანი იყო კულტურული თვალსაზირისათაც - ეს წელი საქართველომ ხოსე კარერასის კონცერტით დაიწყო და, პრაქტიკულად, დომინგოს კონცერტით დაასრულა. 2011 წელს ისევ მსოფლიო დონის საოპერო მომღერლის ანდრეა ბოჩელის სიმღერით ხვდება.  ამ წლის განმავლობაში ტრადიცული ჯაზფესტივალები, თეატრისა თუ კინოს ფესტივალები იმართებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა ის მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც წლების წინათ და წლების განმავლობაში დავიწყებული იყო უსახსრობის გამო.

პრესსპიკერმა იმ პროექტებისა და გეგმების შესახებაც ილაპარაკა, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას 2011 წლისთვის აქვთ დასახული.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით კოლეგებს დამდეგი  2011 წელი მიულოცა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„წარმატებული, მნიშვნელოვანი და ბედნიერი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code