Google+

სიახლეები

07.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო 

თბილისში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით - ,,Legion d’honneur’’ დააჯილდოვა. ნაპოლეონ ბონაპარდის მიერ 1802 წელს დაარსებული ორდენი, საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოა, რომლითაც  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს  მხოლოდ იმ შემთხვევაში აჯილდოვებენ, თუ მათ სამოქალაქო ან სამხედრო სფეროში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

„მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე  საპატიო ჯილდოს მივიღებდი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი ვარ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)