Google+

სიახლეები

09.11.2005
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ეწვია

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს ეზოში გაიმართა, რის შემდეგაც ლიტვისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, საუბარი საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში, ასევე ინტეგრაციის პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები დელეგაციის გაფართოებული შემადგენლობით გაგრძელდა და ლიტვასა და საქართველოს შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ეკონომიკურ და სასაზღვრო უწყებებს შორის ხელი მოეწერა. ოფიციალური მოლაპარაკების და ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა ლიტველ კოლეგასთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)