დოკუმენტები
10.10.2011
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ვაცლავ ჰაველის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვების შესახებ
საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, ქართველ და ჩეხ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი დაჯილდოვდეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.