დოკუმენტები
04.07.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ
N 04/07/01 2013 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი
- საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2013 წლის 27 ოქტომბერს.
- ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 1 ივლისის 01/07/11 განკარგულება.
მიხეილ სააკაშვილი