დოკუმენტები
21.12.2012
„სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N1112 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
N 1121 2012 წლის 20 დეკემბერი ქ.თბილისი
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 დეკემბრის N1112 ბრძანებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 17/12/2012, 010240020.08.002.016707) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ბრძანებულების:
ა) მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ნატალია ყანჩელი;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შერჩეულ და საქართველოს პრეზიდენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენილ იქნეს ორი ან მეტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთათვისაც ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადანაწილება მოხდება საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მიხეილ სააკაშვილი