Google+

დოკუმენტები

15.10.2012
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის N10/10/06 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება     

N 15/10/02       2012  წლის    15  ოქტომბერი     ქ. თბილისი

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის N10/10/06 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2012 წლის 11 ოქტომბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად“. 

                                                                                                                                                                                                    მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code