Google+

წერილები და მიმართვები

16.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკოლაი ტომოფტის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

 

თბილისი, 16 მარტი, 2012

თქვენო აღმატებულებავ,

მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ.

მჯერა, რომ წარმატებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მყარ საფუძველს შექმნის რეალური პროგრესისთვის და ძლიერი და კეთილდღეობით აღსავსე ქვეყნის მშენებლობისთვის. მივესალმები თქვენს გამარჯვებას, როგორც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების გამარჯვებას მოლდოვას რესპუბლიკაში.

მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და იმედი გამოვთქვა, რომ ის თბილი და მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საქართველოს და მოლდოვას შორის ბოლო წლების განმავლობაში დამყარდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთვევით და გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და თქვენ და მოლდაველ ხალხს ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

 

პატივისცემით,
მიხეილ სააკაშვილი

მის აღმატებულებას, ნიკოლაი ტომოფტის
მოლდოვას რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს
კიშინეუ 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code