Google+

წერილები და მიმართვები

11.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ოთარ რამიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ვწუხვარ ქართველი მომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის ბატონი ოთარ რამიშვილის გარდაცვალების გამო.

ნამდვილი თბილისელი და ჭეშმარიტი ქართველი, იგი ქალაქის კოლორიტი იყო. მისი ქალაქური სიმღერები და შესრულების განსაკუთრებული მანერა სამუდამოდ დარჩება მსმენელის მეხსიერებაში.

ბატონ ოთარს უყვარდა თავისი ქალაქი და თბილისსაც არანაკლებ უყვარდა იგი. სწორედ ამ თბილი დამოკიდებულებისა და პატივისცემის ნიშნად 2009 წლის თბილისობის დღესასწაულზე მას  საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ოთარის ოჯახსა და ახლობლებს და მათთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას.

 

მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code