წერილები და მიმართვები
26.05.2011
დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს ჰილარი კლინტონმა მიულოცა
მოხარული ვარ, პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ძლიერი პარტნიორობა ჩამოაყალიბეს, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერსებს ეფუძნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ვეხმარებით მას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.
ჩვენი ქვეყნები ერთად იღწვიან თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ საქართველოს მონაწილებისთვის ავღანეთის მისიაში, სადაც ჩვენი ჯარები მხარდამხარ დგანან მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.
საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს შორის მჭიდრო კავშირს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, ამ ურთიერთობის უფრო მეტად გასაღრმავებლად და გასაფართოებლად. ყველა ქართველს მსოფლიოში, მშვიდობიან და წარმატებულ წელს ვუსურვებ.