Google+

წერილები და მიმართვები

26.05.2010
აშშ პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო

მსურს თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ.

1918 წლის 26 მაისს, ამაყმა ქართველებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და წარმომადგენლობითი მთავრობის მშენებლობისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ამ გზას 73 წლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ხელმეორედ დაბადება მოჰყვა. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს ბოლო წლებში გადადგმული იმ ნაბიჯებით, რომლებიც პირველი დამოუკიდებელი მთავრობის დაპირებათა შესრულებას ემსახურებოდა. ჩვენ ვამაყობთ თქვენს მიმართ გაწეული მხარდაჭერით. აშშ და საქართველო პარტნიორები არიან დღევანდელი და ხვალინდელი გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შემდგომი თვეებისა და წლების განმავლობაში.

გიუსურვებთ თქვენ და ქართველ ხალხს ყოველივე საუკეთესოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

პატივისცემით,

ბარაკ ობამა




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code