სამართლებრივი აქტები
30.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება სარეზერვო
ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
N 28/12/04 2011 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი
ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველი ქალაქის ფოთის მერიას გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი, აქედან: 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი - ტაძრის გუმბათის მოოქროვებისათვის, ხოლო 100 000 (ასი ათასი) ლარი - ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოებისათვის.
მიხეილ სააკაშვილი