საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტს
ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ბატონო პრეზიდენტო,
მოგეხსენებათ, ამა წლის 1 ნოემბერს, ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ბ-ნ გიორგი ბოკერიას საშუალებით მოგეწოდათ სია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების იმ ხელმძღვანელებისა, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლებაც მიგვაჩნია მიზანშეწონილად.
ამა წლის 27 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (№01⁄28470), რომელშიც საუბარია ზემოაღნიშნული სიით წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მიღების აუცილებლობაზე, რასაც დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამასთან, გაცნობებთ რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გამოიგზავნა იმ დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინებები, რომლებსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ 2013 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით.
კერძოდ,
გრიგოლ ქათამაძე- უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (როტაციის ვადაა- 22.01.2013)
კონსტანტინე კორკელია- ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (როტაციის ვადაა 07.02.2013)
ნინო ნაკაშიძე - ჩეხეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (როტაციის ვადაა 26.02.2013)
ზვიად ჭუმბურიძე- უნგრეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (როტაციის ვადა 09.03.2013)
პაატა გაფრინდაშვილი- ავსტრიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზიებშ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ( როტაციის ვადაა 18.03.2013)
აგრეთვე, გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშული სიით წარმოდგენილი დანარჩენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
შესაბამისად, გიგზავნით შემდეგი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების თაობაზე განკარგულების პროექტებს:
· თემურ იაკობაშვილი - აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ალექსანდრე ლომაია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
· სალომე სამადაშვილი - ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი;
· მამუკა ჟღენტი - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
· გიორგი ბადრიძე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი;
· გაბრიელა ჰასბურგ- ლოტრინგენი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ლევან მეტრეველი - ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· გიორგი ქერდიყოშვილი - ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· დავით მუმლაძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· ზურაბ პატარაძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
· მამუკა გამყრელიძე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
წერილში აღნიშნული თხოვნის დაკმაყოფილებისთანავე წარმოდგენილი იქნება დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ახალი კანდიდატურები.
მაია ფანჯიკიძე