Google+

სამართლებრივი აქტები

10.10.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

N 10/10/01     2013  წლის     10  ოქტომბერი     ქ. თბილისი

 

          1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-13 პუნქტების შესაბამისად, 2013 წლის 10 ოქტომბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

          2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

          3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

          4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის კონკურსის სამდივნოში წარდგენილი უნდა იქნეს:

          ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

          ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

          გ) ავტობიოგრაფია;

          დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

          ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

          ვ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

          ზ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

          5. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკურსის სამდივნო.

          7. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნას კონკურსის სამდივნო და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.

                                                                                                                                                                                                      მიხეილ სააკაშვილი




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code