სამართლებრივი აქტები
07.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება 2013 წლის 7 ივნისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ
N 06/06/01 2013 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი
- ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 6 ივნისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 7 ივნისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
- აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 7 ივნისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები.
მიხეილ სააკაშვილი