სამართლებრივი აქტები
30.04.2013
საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის განცხადება N2
„საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 მარტის N201 ბრძანებულების შესაბამისად, უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული, სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიმღები საქართველოს მოქალაქეების შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ვადა ნაცვლად პირველი აპრილიდან 31 ივლისისა, განისაზღვროს მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, ხოლო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღების ვადა ნაცვლად პირველი აპრილიდან 10 ივლისისა, განისაზღვროს მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქუჩა N1).