სამართლებრივი აქტები
20.10.2012
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ
N 20/10/01 2012 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი
საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართოს 2012 წლის 21 ოქტომბერს 13.00 საათზე.
მიხეილ სააკაშვილი