Google+

ინტერვიუები

05.03.2006
'ავერსი' - სტუმრად პირველ ლედისთან

ცოტა არ იყოს, ვღელავდი... ხუმრობა ხომ არ არის - საქართველოს პირველ ლედის უნდა ვწვეოდი!..

გამოგიტყდებით, გავოცდი, როცა ვრცელი და მდიდრული აპარტამენტების ნაცვლად უბრალო, მოკრძალებულ თბილისურ ბინაში ამოვყავი თავი. თუმცა ვინც პრეზიდენტის მეუღლეს იცნობს, ეს, ალბათ, არ გაუკვირდება - თავად პირველი ლედიც ხომ საოცრად უშუალო და უბრალო ქალბატონია.

შესვლისთანავე მომხვდა თვალში მდიდარი ბიბლიოთეკა და უამრავი სუვენირი. პიანინოზე შოპენის ნოტები შევამჩნიე, ვერ მოვითმინე და ვიკითხე - თურმე ქალბატონი სანდრა და მისი უფროსი ვაჟი ედუარდი უკრავენ მოცალეობის ჟამს.

აუდიენციის მთავარი მიზეზი, პატარა ნიკოლოზი, ჩვენი სტუმრობის დროს ახალი ნასადილევი გახლდათ და მშვენიერ გუნებაზე იყო. ბიჭუნა ჯერ ორი თვისაც არ არის, მაგრამ თავი უკვე დიდი კაცივით უჭირავს, არ ჭირვეულობს და არავის აწუხებს, საოცრად მშვიდი და ჭკვიანია.

ქალბატონი სანდრაც შესანიშნავად გამოიყურება, თავსაც კარგად გრძნობს და, როგორც თვითონ გვითხრა, უკვე ახალი ენერგიით შეუდგა საქმიანობას.

"ავერსი ფარმა" კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოს პირველ ლედის პატარა ნიკოლოზის დაბადებას, ქალთა დღეს და ბედნიერ დედობასა და ჯანმრთელ სიცოცხლეს უსურვებს.

მთავარი რედაქტორი თამუნა შარაშენიძე

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც უშუალოდ იყო ჩემს გვერდით მშობიარობისა და შემდომი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, მადლობას ვუხდი მეან-გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეს, ნეონატოლოგ გელა მეცხვარიშვილს, პედიატრ ქეთი ნემსაძეს, ნათიას, იას, მაგულის და სხვებს. აგრეთვე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზი სულუხიას, ბატონ დავით პავლიაშვილს და ქალბატონ მარინა ღუდუშაურს.

უამრავი მილოცვა მივიღე მთელი საქართველოს მასშტაბით. ვინაიდან ხანდახან თვითონ არ მქონდა საშუალება, გამომეხატა ჩემი გრძნობები, უღრმესი მადლობა ჩემი ოჯახის სახელით ბავშვის ულამაზესი საჩუქრების, ხატების, წერილების, ღია ბარათებისა და დეპეშებისათვის!

სანდრა ელისაბედ რულოვსი

                                                                                                                                                                              "ავერსი"




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code