ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა
09.11.2011
თამბაქოს, ფიზიკური აქტივობის, ჰიგიენისა და ჯანსაღი კვების კამპანიის გახსნა
2011 წლის 9 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა „Don't Worry, Be Healthy!“-ისა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ თამბაქოს პრევენციის, ფიზიკური აქტივობის, ზოგადი ჰიგიენისა და ჯანსაღი კვების კამპანია გაიხსნა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინიციატივის თოჯინა-პერსონაჟების – ნიკასა და ნუცას მეშვეობით, რომელთა საშუალებითაც საინფორმაციო კამპანიის შედეგად საქართველოში საზოგადოებას ცხოვრების ჯანსაღი წესის ინიციატივის ძირითადი გზავნილები მიეწოდება თამბაქოს მოწევის მავნებლობის, ფიზიკური აქტივობის, ჰიგიენის, ჯანსაღი კვების, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
ინიციატივის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო მასალები მოზარდებისა და მშობლებისათვის, ასევე ვიდეო რგოლები – ნიკასა და ნუცას მონაწილეობით, რომელშიც ისინი საუბრობენ პასიური მოწევის მავნებლობის შესახებ და საზოგადოებას აძლევენ მაგალითს ჯანსაღ კვებასთან, ჰიგიენის ნორმების დაცვასთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.
პროექტს ახორციელებს „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო–კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში”, „ეი–სი-თი ჯგუფი” და „საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი”.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.