Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

15.05.2011
კამპანია "საჭესთან ფხიზლად!"

2011 წლის 11 მაისი არის საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის გლობალური კამპანიის ოფიციალური გახსნის თარიღი, რომელიც გაეროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში კი ამ დღეს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „ Don't Worry, Be Healthy!"-ს ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების კამპანია „საჭესთან ფხიზლად!" გაიხსნა.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის." კამპანიის დონორები არიან: კომპანია „ნატახტარი", სადაზღვევო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგი", „ტოიოტა კავკასია" და აშშ-ს საელჩო საქართველოში.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ნასვამობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარლამენტის და იმ სამინისტროებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საგზაო უსაფრთხოებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეწევიან.

სტუმრებს ეკეთათ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სამკერდე ნიშნები, რითიც ისინი საგზაო უსაფრთხოების საკითხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო რგოლი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პერსონაჟების - ნიკასა და ნუცას მონაწილეობით, რომელიც ტელე-ეთერის საშუალებით დატრიალდება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code