Google+

ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა

07.03.2011
კონკურსი მელოდიის შექმნაზე

საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის  ინიციატივის  - „Don't Worry, Be Healthy" -ს ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის მელოდიის შექმნაზე.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჯანსაღი  ცხოვრების წესის დამკვიდრებას საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებით.

მელოდიის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 წამს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის პირს, პროფესიონალ თუ მოყვარულ კომპოზიტორს. მელოდია არ უნდა შეიცავდეს სხვა ნაწარმოების ელემენტს და არ უნდა წარმოადგენდეს სხვა ავტორის ინტელექტუალურ  საკუთრებას.

მელოდია  წარმოდგენილი უნდა იყოს აუდიო ჩანაწერის სახით (კომპაქტ- დისკზე), განაცხადთან ერთად, სადაც მითითებული იქნება კონკურსანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ - ფოსტის მისამართი.

საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 აპრილი, 18:00 საათი. ნამუშევრებისა და საკონტაქტო ინფორმაციის გამოგზავნა შესაძლებელია  ელექტრონულ მისამართებზე:

 HLScampaign@president.gov.ge; HLScampaign@gmail.com,

ან შემდეგ საფოსტო მისამართზე: 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მ. აბდუშელიშვილის ქ. N1

0103 თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი: ეკა ლალიაშვილი

გამარჯვებული მელოდიის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

გისურვებთ წარმატებებს! 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code