Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

02.10.2013
ყველაზე პოპულარული ამერიკული ვებგვერდი საქართველოს პრეზიდენტის შესახებ

მაქს სიდონი


თუ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ რუსეთის შემოთავაზებული წინადადების მიღება სირიაზე შეტევის გადადების შესახებ, რუსული დიპლომატიის ერთ-ერთ ხმაურიან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, საქართველოს პრეზიდენტის ხმა იყო ერთადერთი და ხმამაღალი შეხსენება, რომ დასავლეთი ეშმაკს გაურიგდა. 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გენერალურ ასამბლეაზე, - გაჟღენთილია არატოლერანტობით და "იმართება ძველი კგბ-ს სტრუქტურების მიერ". "პუტინი თავადვე გაქრება მალე და დაგვამახსოვრდება მხოლოდ როგორც "წარსულის მოჩვენება"... კორუფციისა და ჩაგვრის".

რუსულმა დელეგაციამ სასწრაფოდ დატოვა დარბაზი. მოგვიანებით, რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა სააკაშვილის გამონათქვამები "სულელური ფაბრიკაციად"  და ანტიქრისტიანულად შეაფასა და შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტს, მიმართოს ფსიქიატრიულ დახმარებას.

საქათველოს პრეზიდენტი არასდროს არ ერიდებოდა ბრძოლას ქვეყნის ყოფილ "მეპატრონეებათან". მათ დიდი ხნით წინათ აფრთხილებდა იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსული გავლენიდან მომდინარეობდა - ეს გაფრთხილება კიდევ უფრო ხმამაღალი და მკაფიო გახდა 2008 წელს ორ ქვეყანას შორის ხანმოკლე ომის შემდეგ. ახლა სააკაშვილის საზრუნავი არის ის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს დისტანცია მოსკოვის კლანჭებისგან მისი პრეზიდენტობის ვადის დასრულდების შემდეგაც.

„ეს იმ კომპოზიტორის ჰანგს გავს, რომელიც დაჯდა და იპოვა ის ერთადერთი ნოტი, რომელსაც შეუძლია შემოაბრუნოს ადამიანები ტკბილი ევროპული მუსიკისაგან" - განაცხადა სააკაშვილმა ინტერვიუში „ბაზფიდთან“. მან იგულისხმა კრემლის მცდელობა, მოახდინოს ტრადიციონალიზმისა და მართლმადიდებლობის პოპულარიზაცია, რაც განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმამ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო ე.წ. "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" კანონი.

სააკაშვილი შიშობს, რომ რუსეთის წამოწყებული ანტიჰომოსექსუალური კამპანია შეიძლება გავრცელდეს საქართველოზეც: მოლდოვამ უკვე მიიღო მსგავსი კანონი და სომხეთიც წინა თვეში მიუახდლოვდა მსგავს გადაწყვეტილებას. მაისში 50 ლგტბ აქტივისტმა სცადა აღლუმის გამართვა ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში. მღვდლების მიერ მართულმა ათასობით მართლმადიდებელმა აქტივისტები დაარბიეს, მათ დაედევნენ ქუჩებში, ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მათში ჰომოსექსუალის ეჭვს იწვევდა. მას შემდეგ ანტი-გეი აქტვისტებმა განუცხადეს მედიას, რომ მათი გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ასეთი ტოლერანტობა დასავლეთის მიერ არის თავს მოხვეული. 

სააკაშვილმა აღნიშნა რომ კრემლის მიერ ანტიჰომოსექსუალური პოლიტიკის გაძლიერება პუტინის ბოლო მცდელობაა შეინარჩუნოს ძველი იმპერია. „მას არაფერი შეუძლია შესთავაზოს მისი გავლენის ძველ არეალს, მას აღარ აქვს "რბილი" ძალის რესურსი. მას აღარ შეუძლია შესთავაზოს მათ რაიმე ეკონომიკური ინტერესი", - ამბობს სააკაშვილი. "ასე რომ ის ამბობს: ევროპა გპირდებათ ბევრად მეტს, უკეთესს ბაზარს, მათ შეუძლიათ მოგცენ სუბსიდიები, მათ შეუძლიათ მოგცენ ბევრად მეტი შესაძლებლობა და პერსპექტივები. მაგრამ ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ, ევროპა - მხოლოდ ჰომოსექსუალების უფლებებს იცავს. თუ წახვალთ ევროპისკენ, თქვენი ოჯახის  ღირებულებები შეირყევა, თქვენი ტრადიციები დაიკარგება. ასე რომ, როგორც მართლმადიდებლური გაერთიანება, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად“.

რა თქმა უნდა, წვერებიანი ანაფორიანი მღვდლების ხილვა, რომლებიც ისვრიან  მხრჩოლავ ბომბებს და აგინებენ შეშინებულ გეიაქტივისტებს არ არის იმის ნიშანი, რომ  საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი, რათა გახდეს ევროპული ქვეყანა? მაგრამ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე ამ კონკრეტული პრობლემის გამწვავება. „ეს შეეხება ცხოვრების წესს, ეს არ არის გეი-აღლუმის პრობლემა ან ის, რომ თუ შენი შვილი იცხოვრებს ამერიკაში ან ევროპაში, ის აუცილებლად გეი გახდება", - ამბობს ის - "პრობლემა ისაა, რომ შენი პოლიტიკური ოპონენტები არიან ციხეში, პრებლემა ისაა, არის თუ არა სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნები; მერიტოკრატიაა ქვეყანაში თუ ნეპოტიზმი, კრიმინალური ავტორიტეტები ხომ არ განაგებენ ყველაფერს... ეს ნამდვილად ძირეული ფუნდამენტური საკითხია,  რომელიც ახლა წყდება ".

მაღალი, პირდაპირი და უნაკლოდ გამოწყობილი ზოლიან პიჯაკში, რომელზე დამაგრებულია საქართველოს მოფრიალე დროშა, სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, წინააღმდეგობრივი და ენიგმატური ფიგურაა, რომელმაც თავი დააღწია მოსკოვის ორბიტას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს.

რეგიონში, რომელსაც, ძირითადად, რკინის ხელით მართავდნენ ბიუროკრატები ინერციით და შეუწყნარებლები იყვნენ განსხვავებული აზრის მიმართ, იგი უკვე დიდად გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით.

მას შემდეგ, რაც 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა 35 წლის ასაკში, თავისი პატარა კავკასიური ქვეყანა, რომელიც კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, გადააქცია დასავლეთის სრულფასოვან მოკავშირედ, აიღო რა გეზი ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ.

სააკაშვილი გასაოცრად დინამიკურია. გაეროში მან ზეპირად წარმოთქვა სიტყვა ინგლისურად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე უტევდა კრემლს  მაშინაც, როდესაც რუსეთის დელეგაციამ დატოვა დარბაზი.  

„ბაზფიდში“ იგი მას შემდეგ მოვიდა, რაც 15-წუთიანი სიტყვა შეუსვენებლად წარმოთქვა კონკორდიას სამიტის ტრიბუნიდან, საჯარო და კერძო ორგანიზაციების ერთობლივ კონფერენციაზე, ნიუ-ორკის ბირჟის დარბაზში. ჩვენი ინტერვიუსთვის მისმა თანმხლებმა პირებმა იგი მანამდე გამოიყვანეს, სანამ აუდიტორიის შეკითხვებზე დაიწყებდა პასუხის გაცემას. იგი ეხუმრებოდა და ხელს ართმევდა თითქმის  ყველას, ვისაც გვერდით ჩაუარა.

იმავე აუღელვებელობამ, რომელმაც შესაძლებლობა მისცა აეშენებინა ამდენად ბევრი რამ,  დააკარგინა მას ძალაუფლება გასული წლის ოქტომბერში, როდესაც კოალიციამ,  ექსცენტრიული ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ხელისუფლებიდან ჩააჩოჩა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა იმის მტკიცებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ანაცვალა მისი მოქალაქეების კეთილდღეობას.

პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ღიად სძულთ ერთმანეთი. სააკაშვილი ამბობს, რომ ელაპარაკება ივანიშვილს თვეში ერთხელ, მაგრამ არც ერთხელ არ მოუხსენიებია იგი სახელით ჩვენი 20-წუთიანი საუბრის განმავლობაში. ივანიშვილის მთავრობამ კორუფციის ბრალდებით დააპატიმრა სააკაშვილის რამდენიმე უახლოესი თანაგუნდელი, რაზეც  ბევრი დასავლელი დამკვირვებელი შიშობს, რომ ბრალდებები მოკლებულია რეალურ მტკიცებულებებს და შურისძიებას ისახავს მიზნად: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა Foreign Policy -სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ადამიანები დააპატიმრეს  იმიტომ, რომ არიან „კრიმინალები და დამნაშავეები“. „იგი იცინის და ამბობს, რომ ძალიან სასაცილოა მისი კორუფციაში დადანაშაულება, რასაც ივანიშვილი განუწყვეტლივ აკეთებს. იგი მუდმივად იმეორებს, რომ „მას პუტინი ხელმძღვანელობს“, ნაცვლად იმისა, რომ ურთიერთობა გააუმჯობესოს“.   

რუსებთან სააკაშვილის წინააღმდეგობა პირადი ხასიათისაა. "ყველაფერი, რაც ხდება, მათთვის ძალიან მტკივნეულია", - განაცხადა მან. "თუ საქართველომ ერთ-ერთი კრიმინალიზებული, მაფიოზური რეგიონის, ერთი უიმედო, გაჭირვებული ქვეყნისგან შეძლო მიეღწია წარმატებისთვის კორუფციისა და კრიმინალის აღმოფხვრით, ააშენა კარგი ინფრასტრუქტურა და უბრალოდ შეძლო ყოლოდა უკეთესი მთავრობა, ეს პუტინისთვის დიდი თავისტკივილია“.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code