Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

08.11.2010
BBC NEWS: საქართველო დადებითად აფასებს რუსული „ჯაშუშური ქსელის" გამოვლენას

ტომ ესლემონტი, ბი-ბი-სი ნიუსი, თბილისი

საქართველომ და რუსეთმა ხანმოკლე ომი გადაიტანეს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის გამო

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა თავისი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების გაწეული შრომა, სავარაუდო რუსული აგენტორული ქსელის გამოვლენასთან დაკავშირებით.   

ბი-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: ამ შემთხვევამ გამოავლინა, რომ რუსული დაზვერვა ცუდ ფორმაშია და მათ რეფორმირება ურჩია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ 13 ეჭვმიტანილი დააკავეს.

მოსკოვი ბრალს სდებს საქართველოს „ხმაურიანი" პროვოკაციის ორკესტრირებაში, რადგან  საქართველომ განცხადების გასაკეთებლად იმ ორი უმაღლესი დონის სამიტის წინაპერიოდი შეარჩია,  რომელსაც რუსეთი უნდა დაესწროს.   

როდესაც საქართველო და რუსეთი 2008 წლის ომში ჩაებნენ, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ამ ორი მხარის დამოკიდებულების კიდევ უფრო გაუარესება წარმოუდგენელი იყო.

თუმცა პარასკევს საქართველოში გამოვლენილმა ახალმა აგენტურულმა ქსელმა რუსეთი განარისხა და პატარა ქვეყანა და მისი ყოფილი კოლონიალური პატრონი გაურკვეველ ბილიკზე დააყენა.

ბი-ბი-სის ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა დაიცვა ქართველთა კურსი, რომელიც მიმართულია ჯაშუშური ქსელის გამოვლენისკენ  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ განცხადებისთვის შერჩეულმა დრომ გააღიზიანა. ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე პორტუგალიაში ნატოს სამიტამდე, რომელსაც რუსეთი ესწრება. 

„მათ უკვე ყველანაირი ზიანი მოგვაყენეს, რითაც შეეძლოთ ჩვენი დაზარალება. ამიტომ, სწორედ ახლა, არ ვფიქრობ, რომ პროცესები უარეს ფორმას მიიღებს. ამ მომენტიდან, ათვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან, იმედი მაქვს, რომ მოვლენები გაუმჯობესდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ძირის გამომთხრელ საქმიანობაზე, ჯაშუშებზე, პროვოკაციებზე და ვფიქრობ, უმჯობესია ამ ფაქტებზე რეაგირება მოვახდინოთ".

მიხეილ სააკაშვილმა საუბარი განავრცო: რუსეთის სამთავრობო აპარატი, ე.წ. „სადაზვერვო საზოგადოებასთან" ერთად, კარგ ფორმაში არ იყო და ურჩია მათ თავიანთი წარმომადგენლები გაეგზავნათ, რათა ახალი ინსტიტუტების რეფორმირების ქართული მოდელი შეესწავლათ.  

ეს იყო ტრიუმფალურ განწყობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიერ უპირატესობის დემონსტრირების თამაში.  

კრემლს ჯერ კიდევ არ გამოუხატავს  ოფიციალური რეაგირება ჯაშუშური სკანდალის მიმართ.

მაგრამ არსებულ სიტუაციაში, ბატონი სააკაშვილის ხალისიანი საუბრის მიუხედავად, მოვლენების დაჩქარებით, მდგომარეობა მათ შორის არ გაუმჯობესდება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code