Google+

საქართველო ციფრებში

20.10.2011
‘’Center for Law and Democracy’’ - საქართველო მსოფლიო ლიდერებშია

კანადური ავტორიტეტული ორგანიზაციის ‘’ Center for Law and Democracy’’ მიერ ,მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად საქართველო 80 ქვეყანას შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ დასახელდა.საბიუჯეტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე რეიტინგში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, ახალი ზელანდიის შემდეგ.
‘’The Ask Your Government! 6 Question Campaign,,’-ის ფარგლებში მსოფლიოს 80 ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვეს საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან დაკავშირებული 6 სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. ინფორმაციის მიღების დროის, მიღებული ინფორმაციის ხარისხის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით შედგა რეიტინგი, რომელშიც საქართველომ უკან ჩამოიტოვა მრავალი განვითარებული სახელმწიფო და მეორე ადგილი დაიკავა.კვლევის პრინციპის თანახმად საჯარო ინფორმაცია 62 კალენდარულ დღეში უნდა გაცემულიყო. საქართველოს შემთხვევაში დასმულ შეკითხვებზე პასუხები 11 დღეში გაიცა. ორგანიზაციისა და კვლევის მთავარი პრინციპის თანახმად, აღნიშნული კამპანიის ჩატარების შესახებ არც ერთი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურა არ იყო ინფორმირებული.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული1 ; ბმული2; ბმული3; ბმული4




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code