საქართველოს პრეზიდენტს არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

3/2/2011

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში არარეზიდენტი ელჩები მიიღო. ალბანეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, მალტისა და განის რესპუბლიკების, ასევე ტაილანდისა და ნორვეგიის სამეფოების, ალჟირის დემოკრატიული რესპუბლიკისა და ავსტრალიის თანამეგობრობის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცეს. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების და სხვადასხვა სფეროში მჭიდრო  თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.