'ფაქტი' - მოგონებანი მარია კაჩინსკაზე

1/26/2011

ავტობიოგრაფიულ წიგნში სანდრა რულოვსი ყვება პოლონეთის პირველ ქალბატონთან თავის არაჩვეულებრივ მეგობრობაზე

 

ამგვარი მეგობრობა იშვიათია სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების მეუღლეებს შორის; მაგრამ საქართველოს პირველ ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსსა (43წ.) და ჩვენი პრეზიდენტის მეუღლეს მარია კაჩინკას  გულწრფელი და გამორჩეული მეგობრობა აკავშირებდათ. ამიტომაც სანდრა რულოვსს დიდი ტკივილი მიაყენა მისთვის ახლობელი ადამინის დაკაგვამ. საქართველოს პირველმა ლედიმ ახლახანს გამოსცა თავის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც დიდი ნაწილი დაუთმო ტრაგიკულად დაღუპულ მეგობარს. 

 

პირველი ქალბატონები თავიდანვე დაუახლოვდნენ ერთმანეთს - ისინი მუსიკისადმი სიყვარულმა, გაჭირვებული ადამიანების დახმარების სურვილმა, კეთილგანწყობამ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებამ დააკავშირა. მათ იმდენად ახლო ურთიერთობი ჰქონდათ, რომ  ცდილობდნენ გამოეყენებინათ ყველა შესაძლებლობა ერთანეთთან შესახვედრად.  

 

„ჩვენი გზები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იკვეთებოდა. ყოველთვის ჩამომქონდა მისთვის საქართველოდან სპეციალური საჩუქარი და იმის გამო, რომ ჩვენი შეხვედრები ხშირი იყო, მე და ჩემი თანაშემწე ვცდილობდით, რომ ყოველ ჯერზე  ახალი, ორიგინალური საჩუქარი გვეპოვა“, - წერს თავის მოგონებებში სანდრა რულოვსი.

 

ბოლოს, კატასტროფამდე რამდენიმე კვირით ადრე, მარია და ლეხ კაჩინსკების მხარდაჭერით განახლებულ ფედერიკ შოპენის სახელობის მუზეუმის გახსნაზე შეხვდნენ ერთამანეთს.

 

„იმ ტრაგიკულ დღეს, 2010 წლის 10 აპრილს, თვითმფრინავის ლითონის ნამსხვევრებში მომწყვდეულნი, ცეცხლის ალითა და კვამლით გარშემორტყმულნი, დაიღუპნენ მათთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად, რომლებიც მონაწილეობდნენ მათ კეთილშობილ, პატრიოტულ მისიაში. ეს მთელი მსოფლიოსთვის დაუჯერებელი ამბავი იყო“, - ასე აღწერს იმ ტრაგიკულ დღეს, საქართველოს პირველი ლედი თავის წიგნში „იდეალისტის ნაამბობი“.

 

ავიაკატასტროფის შესახებ მეგობრისგან ტელეფონით შეიტყო. მაშინ სახლში იყო ვაჟიშვილთან ერთად. „ჩავედი ქვევით და სასტუმრო ოთახში ხატების წინ  სანთლები დავანთე“, - იხსენებს საქართველოს პირველი ლედი.  

 

იგი გვიყვება, როგორ იარა 13 საათი ბელგიიდან საელჩოს ავტომანქანით, როგორ გადაკვეთა ნახევარი ევროპა, იმისათვის, რომ ჩამოესწრო მეგობრის დაკრძალვაზე. შემდეგ, მეუღლესთან - მიხეილ სააკაშვილთან (44წ.) ერთად მონაწილეობა მიიღო ვაველის კათედრალში დაკრძალვის ცერემონიაში. „მეცვა შავი სამოსი და ისევე როგორც ჩემი მეუღლე, მიხეილი, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა“, - იგონებს პირველი ქალბატონი.

 

ეხლა კი თავის მეგობარს მის საყვარელ ყვითელი ტიტების თაიგულს უგზავნის.

 

„ჩემი პოლონელი მეგობარი და კოლეგა მარია კაჩინსკა განსაკუთრებული ქალბატონი იყო: გამბედავი, ოპტიმისტი, კეთილგანწყობილი, მშვიდი, თავმდაბალი და მახვილგონიერი. ვთვლი, რომ იგი სამაგალითო მეუღლე დედა, ბებია და პირველი ლედი იყო“ , - წერს თავის წიგნში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე.

იოანა ნეძელა-დობროვსკა

"ფაქტი"