საქართველოს პრეზიდენტი ვენეციაში ჩავიდა, სადაც ვენეციის კომისიამ საიუბილეო ღონისძიება გამართა. სხდომას მიხეილ სააკაშვილი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად დაესწრო. ფორუმის მონაწილეებს მან სიტყვითაც მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დევნილთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და მათ პრობლემებზე.