საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა

6/3/2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. ბუქარესტში იგი უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას და პრემიერ-მინისტრს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისა და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.