საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში დღეს დაიწყო და უკვე შედგა პირადი აუდიენცია ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს პირველად შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ბენედიქტ მეთექვსმეტეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის პირადი მოკითხვა გადასცა.