საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში გაემგზავრა

9/13/2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტებმა პროტოკოლით გათვალისწინებულზე მეტ ხანს ისაუბრეს. მხარეებმა ორ მხრივი ურთიერთობები და ის სტრატეგიული პროექტები განიხილეს, რომელიც ხვალ ბაქოში უმაღლეს დონეზე გაფორმდება.