ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ევროპარლამენტარებთან, დაესწრო ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე და სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილმა სამუშაო საუზმე გამართა ევროპის რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.